ავარია ბათუმში: ერთმანეთს დაეჯახა ავტობუსი, სამარშრუტო ტაქსი და მსუბუქი ავტომობილი - ფოტო

Sputnik

ავტოავარიის შედეგად დაშავდა ხუთი ადამიანი, რომლებიც მიკროავტობუსში იმყოფებოდნენ. ზოგიერთს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს. სამი ადამიანი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ავტოსაგზაო შემთხვევის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

1 / 14
ბათუმში დიდი ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა სამი ავტომობილის მონაწილეობით
2 / 14
ავარიაში ყველაზე მეტად სამგზავრო მიკროავტობუსი დაზიანდა
3 / 14
სამარშრუტო ტაქსი, შეჯახებისა და გადაბრუნების შედემგად, მთლიანად დაიმტვრა
4 / 14
ავარიის ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება. თვითმხილველების თქმით, დამნაშავე მსუბუქი ავტომობილის მძღოლია, რომელიც შუქნიშნის წითელ ფერს არ დაემორჩილა
5 / 14
სამარშრუტო ტაქსი დამუხრუჭებას ცდილობდა, მაგრამ გადატრიალდა, შემდეგ კი მას ავტობუსი შეეჯახა
6 / 14
ავტობუსს უმნიშნელო ზიანი მიადგა, მისი მგზავრები კი უვნებლები გადარჩნენ
7 / 14
სამარშრუტო ტაქსიში მყოფების დიდმა ნაწილმა და კი ტრავმები მიიღო
8 / 14
სამი მგზავრო საავადმყოფოში გადაიყვანეს, დანარჩენებს დახმარება ადგილზე აღმოუჩინეს
9 / 14
საბედნიეროდ ავარიას მსხვერპლი არ მოჰყოლია
10 / 14
ზაფხულის სეზონზე ქალაქში ყველას მაქსიმალური ყურადღება მართებს - ამ დროს აქ ადამიანთა რაოდენობა მნიშნელოვნად მატულობს, მათი ნაწილი ბათუმში საკუთარი ავტომობილით მიდის
11 / 14
ავარიის ადგილზე ოპერატიულად მივიდნენ საპატრულო ეკიპაჟები
12 / 14
შემთხვევის ადგილზე ასევე იყვნენ მეხანძრე-მაშველებიც, რომლებმაც დაშავებულებს დახმარება აღმოუჩინეს
13 / 14
ავარიის გამომწვევი, როგორც ჩანს, თავადაც დაშავდა - თუმცა საბოლოო დასკვნებს გამოძიება გააკეთებს, რომელიც ავარიის ფაქტზე მიმდინარეობს
14 / 14
შემთხვევის ადგილი მალევე დასუფთავდა - ქაალქში ინტენსიური მოძრაობაა, ვინაიდან აჭარის დედაქალაქში, როგორც ყოველთვის, უამრავი დამსვენებელია