ნაფიცმა მსაჯულებმა ვერდიქტი გამოიტანეს: ტაქსის მძღოლის მკვლელს პატიმრობა მიესაჯა

სასამართლოზე მტკიცებულებების სახით წარდგენილი იყო მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის შედეგები, მათ შორის, მკვლელობის იარაღზე – დანაზე თითის ანაბეჭდები
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. მოსამართლემ ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტის საფუძველზე მკვლელობაში ბრალდებულს 10 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, ნათქვამია საქართველოს გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

ვარკეთილში ტაქსის მძღოლი მოკლეს – ბრალდებული 23 წლის მამაკაცია>>

საუბარია ტაქსის მძღოლის მკვლელობაზე თბილისში 2019 წლის 27 ოქტომბერს. ახალგაზრდა მამაკაცმა შურისძიების მიზეზით ტაქსისტს ორჯერ დაარტყა დანა. ის იმავე დღეს საავადმყოფოში გარდაიცვალა. დამნაშავე დანაშაულის ჩადენიდან ერთ საათში დააკავეს.

სოფელ ყარაჯალარში ტაქსის მძღოლი მოკლეს, მანქანა კი დაწვეს

პროკურატურის მონაცემებით, ბრალდებული ნაფიცმა მსაჯულებმა განზრახ მკვლელობაში ცნეს დამნაშავედ. მტკიცებულებების სახით სასამართლოზე წარდგენილი იყო მოწმეების ჩვენებები და ექსპერტიზის დასკვნები, მათ შორის, მკვლელობის იარაღზე ბრალდებულის თითის ანაბეჭდები.

საპროცესო კოდექსის თანახმად, ბრალდებულს განაჩენს მოსამართლე უცხადებს ნაფიც მსაჯულთა ვერდიქტზე დაყრდნობით, რომელსაც ბრალდებისა და დაცვის მხარეები ეწრებიან. განაჩენის გასაჩივრება მხოლოდ უმაღლეს სასამართლოში შეიძლება. კასაციაზე დადებითი გადაწყვეტილების შემთხვევაში იკრიბებიან ახალი ნაფიცი მსაჯულები. მათი განაჩენი საბოლოო იქნება.