ყვითელი ამბები

ნინო სურგულაძე ტყუპებსა და მეუღლესთან ერთად გამოჩნდა – ვის ჰგვანან მეცო-სოპრანოს შვილები?

ნინო სურგულაძემ ტყუპები საჯაროდ გამოაჩინა. მსოფლიოში აღიარებული მეცო-სოპრანო და მისი მეორე ნახევარი ნატალიას და ზაქარიას ერთად უვლიან. უსაყვარლეს კადრებს შემსრულებელი ოფიციალურ გვერდზე თავად აქვეყნებს.
Sputnik

ნინო სურგულაძე პირად ცხოვრებას საჯაროდ არასდროს განიხილავს. ფეხმძიმობის შესახებ კი ერთ-ერთი გადაცემის პირდაპირ ეთერში გაამხილა. მომღერალმა ეს ნაბიჯი რთულად გადადგა. მას წამოზრდილი მუცელი ეტყობოდა, რის გამოც საიდუმლო უკვე ყველას გაანდო.

ოპე­რის მომ­ღერ­ლის რჩე­უ­ლი იუ­რის­ტი გი­ორ­გი ინწკირ­ვე­ლია. ის ცნო­ბი­ლი იუ­რის­ტი­სა და მეც­ნი­ე­რის, თბი­ლი­სის სა­ხელ­მწი­ფო უნი­ვერ­სი­ტე­ტის იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტის დე­კა­ნის გივი ინწკირ­ვე­ლის შვი­ლიშ­ვი­ლია. წყვილს ქალ-ვაჟი შეეძინა. პატარა ნატალიასა და ზაქარიას ცნობილი მშობლები დიდი სიყვარულით უვლიან. ამის ამსახველი უსაყვარლესი სურათები მეცო-სოპრანომ სოციალურ ქსელში თავად გამოაქვეყნა.

„სიტყვები, განცდები, გრძნობები - მგონი, ვერაფერი გამოხატავს იმას, რაც ახლა ჩემ ცხოვრებაში ხდება. ასე მგონია, ამ წუთამდე, ნატალიას და ზაქარიას დაბადებამდე არაფერი ყოფილა თურმე მსგავსი ემოციის მომტანიც კი, არ განმიცდია, არ გამხარებია ასე სრულყოფილად“, – ეს სიტყვები ნინომ სამშობიაროშივე დაწერა.

„ახლა, როგორც არასდროს, ისე ძალიან მინდა, ყველა ქალს მიეცეს ეს ძალა, ყველა ქალმა იგრძნოს მისი ახალდაბადებული შვილის სურნელი, პატარა თითების სითბო, რომელსაც ვერასოდეს ვერაფერი შეცვლის“, – ამ პოზიტიური სიტყვებით დაასრულა ვრცელი პოსტი ნინო სურგულაძემ.

უც­ნო­ბია, რო­დის და­ი­წყო წყვი­ლის სიყ­ვა­რუ­ლის ის­ტო­რია, თუმ­ცა ახლა მათ ცხოვ­რე­ბა­ში სა­სი­ხა­რუ­ლო სი­ახ­ლეა. ნინო სურ­გუ­ლა­ძის პოსტს „ფე­ის­ბუქ­ზე“ უამ­რა­ვი გა­მოხ­მა­უ­რე­ბა მოჰ­ყვა. წყვილს ულო­ცა­ვენ და ბედ­ნი­ე­რე­ბას უსურ­ვე­ბენ. ნინო სურ­გუ­ლა­ძე, წარ­მა­ტე­ბუ­ლი კა­რი­ე­რის გარ­და, ქველ­მოქ­მე­დე­ბით არის და­კა­ვე­ბუ­ლი. 42 წლის მეცო-სოპ­რა­ნოს სა­ერ­თა­შო­რი­სო საქ­ველ­მოქ­მე­დო ფონ­დი „ნატ­ვრის ხე“ ეხ­მა­რე­ბა ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მქო­ნე ბავ­შვებს, რომ­ლებ­საც სა­ზღვარ­გა­რეთ მკურ­ნა­ლო­ბა ესა­ჭი­რო­ე­ბათ.