„არ განიხილება“ – პარლამენტის თავმჯდომარე გომელაურის გადადგომის მოთხოვნის შესახებ

ქვეყნის პრემიერი დარწმუნებული, რომ ორი ახალგაზრდის დაღუპვა, რომელმაც ამ ზაფხულს შეძრა საქართველო. გამოძიებული იქნება
Sputnik

თბილისი, 24 ივლისი – Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომის საკითხი სამთავრობო წრეებში არ განიხილება, განუცხადა ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ ჟურნალისტებს.

რამდენიმე სამოქალაქო აქტივისტი ხუთშაბათ საღამოს შსს–ს შენობასთან შეიკრიბა. მათ სოლიდარობა გამოთქვეს ორი დაღუპული ახალგაზრდის ოჯახის მიმართ, ვისმა გარდაცვალებამაც მთელი საქართველო შეძრა, და შინაგან საქმეთა მინისტრის ვახტანგ გომელაურის გადადგომა მოითხოვეს.

შაქარაშვილის საქმე: დასკვნაში შეუსაბამობების გამო ექსპერტიზის ბიურო განმარტებებს აკეთებს

„ვახტანგ გომელაური არის ძლიერი, პროფესიონალი მინისტრი და როდესაც ყველაზე მეტად არის საჭირო შინაგან საქმეთა მინისტრისა და სამინისტროს მხრიდან ეფექტური საქმიანობა, როდესაც ქვეყანას ყველაზე მეტად სჭირდება უსაფრთხოება და ახლოვდება არჩევნები, მისი გადადგომის მოთხოვნები დესტრქციულია“, – განაცხადა თალაკვაძემ.

გომელაურის გადადგომის მოთხოვნაზე კომენტარი გააკეთა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი გახარიამაც.

„დარწმუნებული ვარ, ერთი საქმეც და მეორეც სრულფასოვნად იქნება გამოძიებული და ბოლომდე იქნება მიყვანილი და ვიღაც პოლიტიკური მოღვაწეების მოთხოვნის გამო ამაზე საუბარი, როგორ ფიქრობთ, სერიოზულია?! რა თქმა უნდა, არასერიოზულია“, – განაცხადა გახარიამ.

საუბარია19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილისა და 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილის გარდაცვალების საქმეებზე.

ბაჩალიაშვილის საქმე: რა წერია დამოუკიდებელი ექსპერტების წინასწარ დასკვნაში

შაქარაშვილი ძებნიდან მეოთხე დღეს არაგვში იპოვეს. ექსპერტიზამ დაადგინა, რომ ის მდინარეში დაიხრჩო. მისი დაღუპვის საქმეზე 17 ადამიანია დაკავებული, მათ შორის ექვსი – არასრულწლოვანი. თავდაპირველად საქმის გამოძიება მიდიოდა ჯგუფური ძალადობისა და თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლებით, მაგრამ ექსპერტიზის დასკვნის შემდეგ მას სხვა კვალიფიკაცია მიენიჭა – მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში.

23  წლის თბილისელი თამარ ბაჩალიაშვილის ცხედარი ხუთი დღის ძებნის შემდეგ თეთრიწყაროს რაიონის  სოფელ მაწევანის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუსახლებელ ადგილას საკუთარ მანქანაში აღმოაჩინეს. ბაჩალიაშვილი სახლიდან  ავტომობილით 18 ივლისს გავიდა და უკან აღარ დაბრუნებულა. ვიდეოკამერებმა მისი ავტომობილი ბოლოს თეთრიწყაროს რაიონის სოფელ ხაიშში დააფიქსირეს,  სადაც ჩანს, რომ მანქანას თამარი თავად მართავდა.