სერვის Numbeo–ს ანალიტიკოსების მონაცემებით, ყველაზე უსაფრთხო ქვეყნად მიმდინარე წელს კატარი მიიჩნევა. ის ტურიზმისთვის უსაფრთხო ქვეყნების რეიტინგში პირველ პოზიციაზეა 88,1 ქულით. მეორე ადგილზეა ტაივანი — 84,7 ქულით, ხოლო მესამზე — არაბეთის გაერთიანებული საამიროები — 84,5 ქულით.
რაც შეეხება საქართველოს, აღნიშნულ რეიტინგში ჩვენმა ქვეყანამ მეოთხე პოზიცია დაიკავა. მას მოსდევს: ომანი, ჰონკონგი, სლოვენია, კუნძული მენი, შვეიცარია და იაპონია.
ტურიზმისთვის ყველაზე სახიფათო ქვეყნებად დასახელდა: ვენესუელა, პაპუა–ახალი გვინეა, სამხრეთ აფრიკა, ავღანეთი, ჰონდურასი, ტრინიდადი და ტობაგო, ბრაზილია, გაიანა, ელ–სალვადორი და სირია.