ყვითელი ამბები

„ქმრის ტელეფონზე მესიჯი მოვიდა... ცხოველის ხმა ამოვუშვი“ – რა შეემთხვა ხატია სიჭინავას?

იცოდით, რომ ყოფილი ტელეწამყვანი ძალიან ეჭვიანი ყოფილა? ნახეთ რა სახალისო ვითარებაში აღმოჩნდა ეჭვიანობის გამო.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. ყოფილი ტელეწამყვანი ხატია სიჭინავა ეჭვიანობის გამო სასაცილო სიტუაციაში აღმოჩნდა. ამის შესახებ სპორტსმენ რამაზ ნოზაძის მეუღლე სოციალურ ქსელში წერს.

ხატიას თქმით, შემთხვევით მეუღლის ტელეფონში მესიჯს მოკრა თვალი, შემდეგ კი აღმოაჩინა, რომ ინგლისურის შემსწავლელი აპლიკაციიდან იყო მოსული შეტყობინება და არავითარი „ელენა“ არ არსებობს.

ხატია სიჭინავა და რამაზ ნოზაძე ნანატრი ბიჭის მშობლები 11 მაისს გახდნენ. პატარა „ჯანმრთელობის სახლში“ საკეისრო კვეთის შედეგად მოევლინა სამყაროს. წყვილმა ნანატრ ვაჟს მიქაელ-გიორგი დაარქვა. რამაზ ნოზაძეს საგანგებო მდგომარეობის გამო შვილთან სამშობიაროში არ უშვებდნენ, და მხოლოდ სამშობიაროდან გამოწერის შემდეგ შეხვდა მეოთხე შვილს.

ხატია სიჭინავა გათხოვების შემდეგ ნამდვილ ოჯახის ქალად გადაიქცა და მთელ დროს მხოლოდ მას უთმობს. ხატიას პირადი ბიზნესიც აქვს, თუმცა მისთვის წინა პლანზე ქმარ-შვილი და ოჯახის დანარჩენი წევრები არიან.

ჟურნალისტი ხატია სიჭინავა და სპორტსმენი რამაზ ნოზაძე აქამდე სამი ქალიშვილის მშობლები იყვნენ. ხატიას და რამაზს ქალიშვილების აღზრდაში ძიძა ეხმარებათ, თუმცა ხატია ბავშვებს ყურადღებას არასდროს აკლებს.

წყვილის სიყვარულის შესახებ საზოგადოებამ გადაცემა „პროფილიდან“ შეიტყო, როდესაც ორსულმა ხატიამ განაცხადა, რომ ორწლიანი რომანის შემდეგ შვილს რამაზ ნოზაძისგან ელოდებოდა, ბოროტი ენების გამო კი ისინი ერთად აღარ იყვნენ. თუმცა გარკვეული პერიოდის შემდეგ იყო ქორწილი და ახლა თბილისში ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ და ბედნიერ წყვილად ითვლებიან.