გაუპატიურებაში ბრალდებულ პოლიციელს აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდეს

პოლიციის თანამშრომელი ბრალს არ აღიარებს. მისი ადვოკატის განცხადებით, ბრალდებული დუმილის უფლებას იყენებს.
Sputnik

თბილისი, 23 ივლისი — Sputnik. პოლიციელს, რომელსაც გაუპატიურებაში ედება ბრალი, აღკვეთის ზომად პატიმრობა შეუფარდეს, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.

პოლიციელი გაუპატიურების ბრალდებით დააკავეს

არსებული ინფორმაციით, დაკავებული გორის საპატრულო პოლიციის თანამშრომელია.

უწყებაში არ აკონკრეტებენ მსხვერპლის ასაკს, ასევე უცნობია საქმის სხვა დეტალები.

გარდა ამისა, ამ დროისთვის უცნობია, როდის და სად მოხდა დანაშაული.

მომხდარ ფაქტზე გამოძიება „გაუპატიურების" მუხლით დაიწყო, რაც ექვსიდან რვა წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.

ადვოკატის განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფი ბრალს არ აღიარებს და დუმილის უფლებას იყენებს.