თბილისი, 22 ივლისი — Sputnik. საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა 24-ით გაიზარდა და 1073-ს მიაღწია, აღნიშნულია საქართველოს მთავრობის სპეციალურ ვებ-გვერდზე stopcov.ge.
ამ დროისათვის გამოჯანმრთელებულია 907 ადამიანი, გარდაცვლილია – 16, კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5692, ხოლო სტაციონარებში ექიმების დაკვირვების ქვეშ 275 პაციენტია.
ასევე კორონავირუსის დიაგნოზით უცხოეთიდან სამშობლოში გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე, მათ შორის 38 – სამხედრო მოსამსახურე.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა. კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებით საქართველოში 21 მარტს საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდა, რომელიც 23 მაისს გაუქმდა. მას შემდეგ ხელისუფლება შეზღუდვებს ეტაპობრივად ხსნის.