ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული! საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

აქციის წევრები თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეების ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.
Sputnik

თბილისი, 22 ივლისი - Sputnik. ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან, სადაც რამდენიმე ახალგაზრდული მოძრაობა აქციას მართავს, დაპირისპირება მოხდა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული! საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მოძრაობა „სირცხვილიას“, „შეცვალესა“ და „დემოკრატიული მომავლისათვის“ წარმომადგენლები მართავენ. ისინი თამარ ბაჩალიაშვილის, ლუკა სირაძისა და გიორგი შაქარაშვილის საქმეების ობიექტურად გამოძიებას ითხოვენ.

ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული! საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

აქციის მონაწილეებმა გზის გადაკეტვა სცადეს, რისი საშუალებაც სამართალდამცველებმა არ მისცეს.

ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული! საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

პოლიციის თანამშრომლებმა რამდენიმე ადამიანი ტერიტორიიდან გაიყვანეს, მათ შორის სამოქალაქო აქტივისტი ზვიად კუპრავა.

ნუ მომკლავ, გამოიძიე დანაშაული! საპროტესტო აქცია შინაგან საქმეთა სამინისტროსთან

ამ დროისთვის გზა ნაწილობრივ გახსნილია, თუმცა აქციის მონაწილეები ისევ ცდილობენ გზის სავალი ნაწილის დაკავებას.

დემონსტრანტები გარდაცვლილების ოჯახის წევრებს სამძიმარს უცხადებენ. მათი თქმით, შსს-ს შენობასთან გარდაცვლილთა ოჯახებისადმი სოლიდარობის ნიშნად შეიკრიბნენ.