გახდებით სწრაფად და შესამჩნევად: ექიმი მარტივი პროდუქტის ფენომენს განმარტავს

ესპანელი ექიმის თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ამ პროდუქტს ცხიმის დაწვის თვისებები არ აქვს, ის მაინც უწყობს ხელს წონაში კლებას.
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. ესპანელმა დიეტოლოგმა აიტორ სანჩესმა ქათმის კვერცხის სასარგებლო თვისებების შესახებ საიდუმლოებას ახადა ფარდა. ექიმის თქმით, ამ პროდუქტის გამოყენება ხელს უწყობს ჭარბი წონის დაკლებას.

კვერცხის ჭამა კატეგორიულად დაუშვებელია, თუ... იდეალური პროდუქტის პლუსები და მინუსები

სანჩესმა გამოცემა La Vanguardia-ს განუცხადა, რომ კვერცხს ცხიმის დაწვის არანაირი თვისება არ აქვს, თუმცა კვების რაციონში ამ პროდუქტის ჩართვა იწვევს წონაში შესამჩნევად სწრაფ კლებას.

დიეტოლოგი ამ ფენომენს ასე განმარტავს: კვერცხში შემავალი ცილა ხანგრძლივი დანაყრების შეგრძნებას იწვევს, რის გამოც საერთო ჯამში მიღებული კალორიების რაოდენობა მცირდება.

სანჩესი რეკომენდაციას უწევს კვერცხის საუზმეზე მიღებას, რათა ორგანიზმი აუცილებელი საკვები ნივთიერებებით „დაიტვირთოს“.

რუსმა დიეტოლოგმა მარგარიტა კოროლიოვამ ესპანელი კოლეგის განცხადებაზე კომენტარი ტელეარხ „360°“-თან ინტერვიუში გააკეთა. მისი თქმით, კვირაში ოთხი კვერცხის ჭამა შეიძლება, ანუ მინიმუმ ორი საუზმე გარანტირებული გაქვთ.

იაპონური დიეტა: როგორ გავხდეთ ორ კვირაში>>

მისივე განმარტებით, კვერცხის ცილა პრაქტიკულად ყველა აუცილებელ ამინომჟავას შეიცავს, ასევე ავსებს რესურსებს, რომლებიც უჯრედის მემბრანის ასაგებად, ჰორმონებისა და ფერმენტებისთვისაა აუცილებელი. კვერცხის ცილა მდიდარია ცხიმში ხსნადი ვიტამინებით, ცილებით, იოდითა და მინერალური ნივთიერებებით.