COVID-19 - ბოლო ცნობები

საქართველოს მოქალაქეები აზერბაიჯანიდან სამშობლოში დაბრუნებას გარკვეულ საათებში შეძლებენ

შეთანხმება მიღწეულია ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის, მაგრამ საზღვრის გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი - Sputnik. აზერბაიჯანში პანდემიის გამო ჩარჩენილი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში დაბრუნებას „წითელი ხიდის“ საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით გარკვეულ საათებში შეძლებენ, განუცხადეს Sputnik-საქართველოს აზერბაიჯანის საელჩოში.

აზერბაიჯანში მკაცრი კარანტინის მოქმედების ვადა გაგრძელდა

საქართველოს მოქალაქეებს საზღვრის გადმოკვეთის შესაძლებლობა ექნებათ ყოველდღე 10:00 საათიდან 13:00 საათამდე, აღნიშნეს დიპლომატიურ წარმომადგენლობაში.

შეთანხმება მიღწეულია ორი ქვეყნის შესაბამის უწყებებს შორის, მაგრამ საზღვრის გახსნის თარიღი ჯერჯერობით უცნობია.

სამშობლოში დაბრუნებული ყველა პირი 14-დღიან კარანტინში მოთავსდება.

ქართულ-აზერბაიჯანული საზღვარი კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო 14 მარტიდან დაიკეტა. შეზღუდვები არ შეეხო სატვირთო გადაზიდვებს, რომლებიც 24 საათის განმავლობაში ყველა საკონტროლო-გამშვები პუნქტის გავლით ხორციელდება.