ვაქცინა მზადაა: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

როგორც მანამდე გახდა ცნობილი, რუსეთში პირველი ანტიკორონავირუსული ვაქცინის გამოცდა წარმატებით დასრულდა და ყველა მოხალისე შინ გაეწერა.
Sputnik

თბილისი, 21 ივლისის — Sputnik. ახალი კორონავირუსული ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა რუსეთში უკვე მზადაა, განაცხადა ქვეყნის თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ რუსლან ცალიკოვმა.

COVID-19-ის ვაქცინა: რუსეთში პრეპარატის კლინიკური გამოცდა დასრულდა

მანამდე ცნობილი გახდა, რომ რუსული ვაქცინის კლინიკური გამოცდები დასრულდა და მასში მონაწილე ყველა მოხალისე შინ გაეწერა. თავდაცვის უწყებაში აღნიშნეს, რომ, შედეგების თანახმად, ტესტების ყველა მონაწილეს ერთმნიშვნელოვნად გამოუმუშავდა იმუნური პასუხი.

სეჩენოვის უნივერსიტეტის სამკურნალო პრეპარატების კლინიკური შესწავლის ცენტრის ხელმძღვანელმა ელენა სმოლიარჩუკმა რამდენიმე დღის წინ ასევე აღნიშნა, რომ კორონავირუსის მიმართ იმუნიტეტი ყველა იმ მოხალისეს გამოუმუშავდა, რომლებმაც საკუთარ თავზე გამოსცადეს ვაქცინა ამ დაწესებულებაში.

მისი თქმით, იმუნური სისტემის რეაქციის დაწყებიდან სამი კვირის შემდეგ, ორგანიზმის ვირუსისგან დაცვის თვალსაზრისით, მაქსიმუმი დგება.

ვაქცინა მზადაა: რუსეთის თავდაცვის სამინისტრო განცხადებას ავრცელებს

ამასთან, სმოლიარჩუკის განმარტებით, რამდენ ხანს შენარჩუნდება იმუნიტეტი, ამის თქმა ჯერჯერობით ძნელია. აღნიშნულ კითხვას პასუხი მეცნიერებმა კლინიკური გამოცდების შემდგომ ფაზაში უნდა გასცენ.