მსოფლიო დღეს

კარანტინი კორონავირუსის გავრცელებას ვერ შეაჩერებს: გებრეიესუსის განმარტება

ჯანმოს გენერალური დირექტორის თქმით, ცალკეული შემთხვევების კლასტერებად ჩამოყალიბებას ხელი მხოლოდ კონტაქტების ძიება-გამოვლენით შეიძლება შეეშალოს.
Sputnik

თბილისი, 21 ივლისი — Sputnik. სახელმწიფოების მიერ დაწესებულ საკარანტინო ზომებს თავისთავად არ შეუძლია სრულად შეაჩეროს კორონავირუსის გავრცელება, განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიაზაციის გენერალურმა დირექტორმა ტედროს ადანომ გებრეიესუსმა.

​მისი თქმით, კარანტინი მხოლოდ ანელებს ინფექციის გადაცემას, ხოლო ვირუსის გავრცელებასთან ბრძოლის მთავარ ინსტრუმენტებად კვლავ ინფიცირებულთა გამოვლენა და კონტაქტების იზოლაცია რჩება.

  • ​„არც ერთ ქვეყანას არ შეუძლია გააკონტროლოს თავისი ეპიდემია, თუ ვირუსის ადგილმდებარეობა არ ეცოდინება“, — განაცხადა ჯანმოს დირექტორმა.

გებრეიესუსმა ხაზი გაუსვა იმ მობილური დანართების მნიშვნელობას, რომლებიც პოტენციური ინფიცირებულების გამოვლენისთვისაა შექმნილი. თუმცა იქვე აღნიშნა, რომ ვირუსის გადაცემის ჯაჭვის დასარღვევად ვერაფერი შეცვლის მომზადებულ მუშაკებს, რომლებიც „კარდაკარ დადიან“ დაავადებულებისა და მათი საკონტაქტო პირების დასადგენად.

მასობრივი ვაქცინაცია COVID-19-ზე: ჯანმო ახალ პროგნოზს აქვეყნებს>>

გებრეიესუსი დარწმუნებულია, რომ კონტაქტების ძიება-გამოვლენა თითოეული ქვეყნისთვის ნებისმიერ შემთხვევაში აუცილებელია, ვინაიდან სწორედ ამით შეიძლება ხელის შეეშალოს ცალკეული შემთხვევების კლასტერებად ჩამოყალიბებას, რაც შემდგომში „მთელ საზოგადოებაზე ვრცელდება“.