ახალი დეტალები ზურაბ ზვიადაურის დაჭრაზე – ცნობილი ხდება მოტივი

ძიუდოში ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი დეპუტატი ამჟამად ახმეტის რაიონულ საავადმყოფოშია მოთავსებული. მასთან ერთად კიდევ ერთი ადამიანი დაჭრეს.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. სუფრასთან მყოფ ზურაბ ზვიადაურსა და ერთ პირს შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა, რის შემდეგაც ძიუდოში ოლიმპიურ ჩემპიონს და ყოფილ დეპუტატს ცივი იარაღით მკერდის არეში ჭრილობა მიაყენეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „რუსთავი 2“ ავრცელებს.

აბაშაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაჭრილია ზვიადაურთან ერთად მყოფი კიდევ ერთი ადამიანი.

ოჯახის ახლობლები მომხდარის შესახებ არ საუბრობენ, თუმცა, „კურიერის“ ინფორმაციით, დაპირისპირების მოტივი, სავარაუდოდ, მხარეებს შორის წარსულში მომხდარი უთანხმოებაა.

დაშავებულები ახმეტის რაიონულ საავადმყოფოში არიან მოთავსებული. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

პოლიციამ სავარაუდო ბრალდებულის ვინაობა უკვე იცის. გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს.