პოლიციელი გისოსებს მიღმა: დაკავებულს სამ წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება

საქმეს შსს-ს გენერალური ინსპექცია იძიებს – დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.
Sputnik

თბილისი, 20 ივლისი — Sputnik. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ ქვემო ქართლის პროკურატურასთან ერთად ალგეთის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი და ამავე განყოფილების დეტექტივის თანაშემწე დააკავა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულს სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება ედება ბრალად.

მეტი დეტალი აღნიშნულ საქმეზე ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე სსკ-ის 332-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული ჯარიმას ან სამ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.