თბილისი, 20 ივლისის — Sputnik. მსახიობი ანი ჩირაძე, რომელიც საზოგადოებამ პოპულარულ სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ „ჩიკას“ როლით გაიცნო, ტელეკომპანია „ფორმულაზე“ გადაცემას წაიყვანს.
„გურანდა მეძმარიაშვილის შოუ“ – ასე ჰქვია გადაცემას, რომლის პრემიერაც კვირას, 19 ივლისს უკვე შედგა და მან მაყურებელთა ყურადღება მიიპყრო. ხანგრძლივი მონოლოგის შემდეგ, სადაც მსახიობი „ჩიკას“ როლში იყო, გადაცემაში სტუმრის დროც დადგა – პირველ გადაცემაში მისი სტუმარი ოპოზიციონერი დეპუტატი ელენე ხოშტარია იყო.
ანა ჩირაძე განსაკუთრებით პოპულარული შეფ კონსტანტინეზე დაქორწინების შემდეგ გახდა. ის და კონსტანტინე თედელური სხვადასხვა პროფესიებში მომუშავე საინტერესო პერსონები არიან. ვიზუალითა და მანერით გამორჩეულები და ამავდროულად მსგავსნი, დიდ ყურადღებას იქცევენ და მაღალი რეიტინგით წამყვან არხებს ფინანსურ მოგებას ჰმატებენ. არაორდინარულები და ამავდროულად უბრალოები დიდი პოპულარობით გამოირჩევიან. მათი რეალური ცხოვრება მათივე პერსონაჟებისგან განსხვავდება.
ანა ჩირაძისა და კონსტანტინე თედელურის თავბრუდამხვევი სიყვარულის ისტორია ყოფილი პრეზიდენტის გიორგი მარგველაშვილის რეზიდენციაში დაიწყო და განვითარდა. როგორც მედიასაშულებები იუწყებიან, ანა პრეზიდენტის ადმინისტრაციაში მუშაობდა, რა დროსაც კონსტანტინე შეფ-მზარეულის რანგში გამოჩნდა. ორივე მათგანი მანამდე დაოჯახებული იყო და შვილებიც ჰყავდათ.
წყვილი გასული ზაფხულის მანძილზე საქართველოს სხვადასხვა კუთხეში მოგზაურობდა. მეგობრებთან ერთად ქალაქგარეთ ყოფნამ მათი ურთიერთობა ოფიციალურ ჭრილში გადაიყვანა. ანა ჩირაძემ და კონსტანტინე თედელურმა ხელი კახეთში მოაწერეს. მოულოდნელ გადაწყვეტილებას ცნობილი სახეებიც ესწრებოდნენ. მათ შორის იყო ცნობილი ქართველი სცენარისტი და „ჩემი ცოლის დაქალების“ მამოძრავებელი ძალა ქეთი დევდარიანი. მეგობრები ანას და კონსტანტინეს დაწყებულ ახალ ურთიერთობას დიდი სიხარულით შეეგებნენ.