ქუთაისში ახალგაზრდა ქალის ცხედარი იპოვეს

ინციდენტის ადგილზე მისულმა პოლიციამ აღმოაჩინა ქალის ცხედარი, რომელსაც ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი – Sputnik. ქუთაისში ზვიად გამსახურდიას ქუჩაზე მდებარე კორპუსის ერთ-ერთ ბინაში გარდაცვლილი ახალგაზრდა ქალი ნახეს.

მკვლელობის მომზადება? ფოთში მამაკაცს კალაშნიკოვის ავტომატი და უცნაური ნივთები აღმოაჩნდა

ინციდენტი გვიან ღამით მოხდა.

მეზობლების თქმით, მათ ქალის ბინიდან გაიგონეს ხმაური და პოლიციაში დარეკეს. ადგილზე მისულმა პოლიციელებმა ბინაში 30 წლამდე ქალის ცხედარი აღმოაჩინეს.

პირველი არხის ინფორმაციით, გარდაცვალების მიზეზი გახდა ცივი იარაღით ყელის არეში მიყენებული ჭრილობა.

ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში სასამართლო ექსპერტები მუშაობდნენ.

გამოძიება სსკ-ის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.