თბილისში განზრახ მკვლელობის ბრალდებით 28 წლის მამაკაცი დააკავეს

ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ივლისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 32 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა
Sputnik

თბილისი, 19 ივლისი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში 28 წლის მამაკაცი განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მიმდინარე წლის 19 ივლისს ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 32 წლის მამაკაცს ცივი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა.

დაჭრილი საავადმყოფოში მიყვანის შემდეგ გარდაიცვალა.

გამოძიება საქართველოს სსკ-ის 108-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს და 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.