კახეთში მესამე დღეა ხანდაზმულ ქალს ეძებენ

ხანდაზმულ ქალს მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა. ძებნაში მაშველები და პოლიცია ჩაერთო
Sputnik

თბილისი, 18 ივლისი - Sputnik. თელავის მუნიციპალიტეტში მესამე დღეა 68 წლის მზია ბედმანიკაშვილს ეძებენ, იუწყება Rustavi 2.

ტელეარხის მონაცემებით, ქალმა, რომელსაც მეხსიერებასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა, გაუჩინარებამდე ახლობლებს დაურეკა და უთხრა, რომ იმყოფება ტყეში და დახმარება ითხოვა.

ქალის ძებნაში მაშველები და პოლიცია ჩაერთო.