რატომ არ გაიარა უცხოეთში ვიზიტის შემდეგ სავალდებულო კარანტინი დავით ზალკალიანმა

უცხოეთში ოფიციალური ვიზიტების შემდეგ დაბრუნებული ყველა პირი ვალდებულია 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში კორონავირუსზე ტესტი გაიაროს
Sputnik

თბილისი 16 ივლისი – Sputnik. საგარეო საქმეთა სამინისტრომ განმარტა, რატომ არ გაიარა ბრიუსელიდან დაბრუნებულმა საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა სავალდებულო ორკვირიანი კარანტინი.

შემოსავლიანი ვიზიტორები საზღვარს უპრობლემოდ გადმოკვეთენ: მთავრობის ახალი ინიციატივა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ აღნიშნა, რომ მთავრობის დადგენილების თანახმად, სამთავრობო და საპრეზიდენტო დელეგაციების უცხოეთიდან ოფიციალური ვიზიტების შემდეგ დაბრუნებისას ჩინოვნიკებმა 14 დღის განმავლობაში ყოველ 72 საათში ერთხელ PCR-ტესტირება უნდა ჩაიტარონ. ამ შემთხვევაში კარანტინში მოთავსება მათ არ მოეთხოვებათ.

„2020 წლის 13-14 ივლისს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა ბრიუსელში, სადაც შეხვედრები გაიმართა ნატოსა და ევროკავშირში. ეს ვიზიტი თავისი შინაარსით ძალზედ მნიშვნელოვანი და დატვირთული იყო“, - ციტირებს საგარეო საქმეთა სამინისტროს ტელეკომპანია Imedi.

საგარეო უწყებაში აღნიშნავენ, რომ მინისტრსა და დელეგაციის წევრებს დაბრუნებისას PCR-ტესტირება ჩაუტარდა და კვლევის შედეგები იყო უარყოფითი.