პანდემიის შედეგად დაზარალებულთა კომპენსაციის სახით 80 მილიონ ლარზე მეტი გაიცა

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა პირველ აგვისტომდე გახანგრძლივდა.
Sputnik

თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. პანდემიის დროს დაზარალებულებზე კომპენსაციის სახით უკვე 80 883 700 ლარი გაიცა, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხი“.

დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს ინფორმაციით, 16 ივლისის მდგომარეობით, ჯანდაცვის სამინისტროს სარეგისტრაციო პორტალზე სულ დარეგისტრირდა კომპენსაციის მიმღები 215 826 თვითდასაქმებული პირი. მათგან 121 525 პირმა მიიღო 300-ლარიანი კომპენსაცია. სულ გადაირიცხა 36 457 500 ლარი.

სტუდენტობის შანსი მაინც არის – საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილება

რაც შეეხება დასაქმებულებს, რომლებმაც პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს, სააგენტოს ინფორმაციით, 200 ლარის ოდენობით კომპენსაცია ჩაერიცხა 221 131 პირს. გადარიცხული თანხა შეადგენს 44 426 200 ლარს, აქედან მაისის თვის კომპენსაცია – 14 426 200 ლარი 72 131 პირზე და ივნისის თვის კომპენსაცია – 30 მლნ ლარი 150 000 პირზე. თანხები ეტაპობრივად ირიცხება.

სახელმწიფო კომპენსაციის მისაღებად თვითდასაქმებულთა რეგისტრაციის ვადა 1 აგვისტომდე გახანგრძლივდა. ამ თარიღამდე უკვე რეგისტრირებულ პირებსაც ეძლევათ შესაძლებლობა, არასრული/დაუზუსტებელი მიმაგრებული დოკუმენტაცია განაახლონ.

ასევე, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეების სოციალური დახმარების პროგრამის მიზნობრიობა თვითდასაქმებულების ნაწილში გაფართოვდა და დახმარებით საზღვარგარეთ სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ადამიანებიც სარგებლობენ.