თბილისი, 16 ივნისი — Sputnik. პროკურატურამ ყოფილი მმართველი პარტია „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს წევრს ოთარ სირაძეს ბრალი ჯგუფურ ძალადობაში წარუდგინა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის ვებგვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.
გამოძიება ამტკიცებს, რომ სირაძემ თანამზრახველთან ერთად 4 ივლისს ამბროლაურში ჩხუბის დროს „ახალგაზრდა მწვანეების“ წევრ ნიკოლოზ ჟღენტს სცემა.
გამოძიების ვერსიით, ჩხუბი ჰესის მშენებლობის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე დაიწყო. სირაძე ინტერვიუს აძლევდა, ამ დროს კი ჟღენტმა ის გამოლანძღა. აქციის შემდეგ სირაძე და მისი თანამზრახველი ღლონტს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ორივეს ბრალი უკვე წარედგინა, ღლონტი დაზარალებულად ცნეს.
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში სირაძესა და მის თანამზრახველს 2 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.