რუსეთი ახალ ფლოტს ქმნის: 16 ივლისს ერთდროულად ექვსი ხომალდის აგება იწყება

რუსეთი თანმიმდევრულად ახორციელებს შეიარაღების 2018–2027 წლების სახელმწიფო პროგრამას, რომლის ერთ-ერთი პრიორიტეტი რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ხომალდების შემადგენლობის განახლებაა.
Sputnik

ეს საშუალებას მისცემს ფლოტს, წარმატებით შეასრულოს ამოცანები და დაიცვას ეროვნული ინტერესები — რუსეთის საზღვაო დოქტრინის შესაბამისად.

გამოცემა FlotProm-ის წყარო იუწყება, რომ 16 ივლისს ქვეყნის სამ გემსაშენზე ერთდროულად ექვსი გემისა და სუბმარინის მშენებლობის დაწყებაა დაგეგმილი.

მიმოხილვა: რუსეთმა ახალი „იდეალური იარაღი“ შექმნა

სამხედრო–საზღვაო ფლოტი ერთ-ერთი ყველაზე ძვირადღირებული კომპონენტია ნებისმიერი ქვეყნის შეიარაღებაში. 2018–2027 წლების სახელმწიფო პროგრამის რეალიზაციაზე სულ 20 ტრილიონი რუბლია გამოყოფილი, რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი წყალზედა გემების, სუბმარინებისა და სამხედრო ფლოტების ბაზების აგებაზე დაიხარჯება.

სახელმწიფო პროგრამა მოიცავს შეიარაღებისა და სამხედრო ტექნიკისა სინქრონიზებულ მიწოდებას და ასევე ინფრასტრუქტურის განვითარებას. ეს უკანასკნელი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საბრძოლო ხომალდების, თვითმფრინავებისა და ჯავშანტექნიკის წარმატებული და ხანგრძლივი ექსპლუატაციისთვის.

სამხედრო მეზღვაურები 2020 წელს, პირველად 28 წლის განმავლობაში, ერთდროულად ექვს წყალქვეშა ნავს მიიღებენ: ოთხ ატომურსა და ორსაც დიზელ–ელექტრონულს. შეიარაღების სახელმწიფო პროგრამაში სამხედრო–საზღვაო ფლოტის თანამედროვე შეიარაღების წილმა 63%-ს გადააჭარბა, რაც შესამჩნევად აღემატება მსოფლიოს ყველაზე განვითარებული ქვეყნების მაჩვენებელს (50%-მდე). მიზანი თანამედროვე შეიარაღების 70%-ია. და რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტი 2027 წლამდე სულ ახალი პროექტების 180-ზე მეტ ხომალდს მიიღებს. გათვალისწინებულია ატომური წყალქვეშა კრეისერების — Ясень-М-ისა და Борей-Б-ს, ასევე ზეზუსტი სარაკეტო იარაღის მქონე წყალზედა გემებისა და ორი ვერტმფრენმზიდის აგება.

პეტერბურგის სარაკეტო ფრეგატები

შეიარაღების სახელმწიფო პროგრამის საზღვაო ნაწილის პრიორიტეტები — პროექტ 20385-ისა და 20386-ის კორვეტების, ასევე პროექტ 22350-ისა და 22350М-ის ზეზუსტი იარაღის, ფრთოსანი (Калибр-НК) და ჰიპერბგერითი რაკეტების (Циркон) მქონე ფრეგატების აგებაა. სანქტ-პეტერბურგის ჩრდილოეთის გემსაშენზე 16 ივლისს ერთბაშად ორი ფრეგატის მშენებლობა დაიწყება 22350 პროექტიდან. ეს შორი საზღვაო ზონის ხომალდები მეშვიდე და მერვე იქნება „ადმირალის“ სერიაში. მათ ადმირალ ივან იუმაშევისა და ემილ სპირიდონოვის სახელებს უწოდებენ.

მოსაზრება: ამერიკული ჰაერსაწინააღმდეგო სისტემა საუდის არაბეთში

შორი საზღვაო ზონის თანამედროვე ფრეგატების დანიშნულება, რომელთა წყალწყვა 5 ათასი ტონაა, წყალზედა ხომალდებისა და წყალქვეშა ნავების მოძებნა და განადგურებაა.

პროექტ 22350-ის ფრეგატი შეიარაღებულია „ონიქსის“, „კალიბრ–НК“-ს ან „ცირკონის“ 16 ფრთოსანი რაკეტით, რომლებსაც მოწინააღმდეგის ხომალდებისა და სანაპირო სამიზნეების განადგურების უნარი აქვს. ღია წყაროების ინფორმაციით, კომპლექს „ცირკონის“ ჰიპერბგერითი რაკეტა 3М22, 400 კმ სიშორით, სტარტს უნივარსალური ვერტიკალური გამშვები დანადგარიდან, 3С14-დან იღებს, რომელიც ასევე გამოიყენება „კალიბრისა“ და ონიქსის“ რაკეტების გასაშვებად. მოსახერხებელი შენაცვლებადობა თითოეული საბრძოლო დავალებისადმი დიფერენცირებულ მიდგომას ხდის შესაძლებელს. ფრეგატის წყალქვეშა დაცვის სისტემა ჰაერსაწინააღმდეგო თავდაცვის ატმოსფერულ სისტემას ჰგავს და ანალოგი არ აქვს მსოფლიოში. ხომალდის კორპუსი შემჩნევადობის შემცირების ტექნოლოგიითაა შექმნილი და მოწინააღმდეგის რადიოლოკაციურმა სადგურმა ის უბრალოდ შეიძლება ვერც აღმოაჩინოს. ხომალდი–უჩინმაჩინი 500 მლნ დოლარამდე ღირს, სამაგიეროდ სარაკეტო ხომალდების მთელი სერია ფლოტის შესაძლებლობებს მნიშვნელოვნად გაზრდის.

სევეროდვინსკის ჩუმი სუბმარინები

რუსეთი ახალ საზღვაო ფლოტს ქმნის, რომელსაც ეროვნული ინტერესების დაცვის უნარი ექნება მსოფლიო ოკეანის ნებისმიერ წერტილში. რაშიც „იასენის“ სერიის შვიდი ხომალდი მნიშვნელოვან დახმარებას გასწევს. პროექტ 885М Ясень-М-ის ორ ატომურ წყალქვეშა კრეისერს 16 ივლისს ჩაეყრება საფუძველი სევეროდვინსკში. თანამედროვე მრავალმიზნობრივი სუბმარინები აღჭურვილი იქნება „კალიბრისა“ და „ონიქსის“ ფრთოსანი და ზებგერითი რაკეტებით ასევე ჰიპერბგერითი „ცირკონებითა“ და 533-мм ტორპედოებით. მათ სახელებად „ვლადივოსტოკი“ და „ვორონეჟი“ დაერქმევა. პროექტ 885М Новосибирск-ის პირველი სერიული მრავალმიზნობრივი სუბმარინა წყალში გასული წლის ბოლოს ჩაუშვეს, და მალე საბრძოლო სამსახურში გავა.

მოდერნიზებული Ясень-ის ძირითადი ამოცანა — პოტენციური მოწინააღმდეგის სტრატეგიული დანიშნულების წყალქვეშა კრეისერებისა თუ ავიამზიდი დაჯგუფებების თვალთვალი, სამიზნეებისა და საფრთხეების გასანადგურებლად მუდმივი მზადყოფნაა. აქ გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ მარტო ერთი ამერიკული რაკეტმზიდი „ოჰაიო“ 24 ბალისტიკური რაკეტა UGM-133 ტრაიდენტ II D5-ით არის აღჭურვილი, რომელთაგან თითოეულში W88-ის 475 კილოტონიანი 12 ბირთვული ქობინია მოთავსებული. რუსმა სამხედრო მეზღვაურებმა თითოეულ ასეთ არსენალს გამუდმებით უნდა უთვალთვალონ საბრძოლო პატრულირების ზონაში.

მიმოხილვა: დისტანციური დანაღმვისა და განაღმვის უახლესი მანქანები

პროექტ 885М-ის ნაკლებშესამჩნევ ატომურ წყალქვეშა კრეისერს 13 800 ტონა წყალწყვით, უნიკალური შესაძლებლობები აქვს, რაც მაღალტექნოლოგიური სისტემებითა და შეიარაღების კომპექსებითაა უზრუნველყოფილი. სუბმარინა აღჭურვილია ОК-650В-ის დიდი საიმედოობის ბირთვული რეაქტორებით და 520 მეტრამდე სიღრმეზე მოქმედების უნარი აქვს. მისი ავტონომიურობა 100 დღე-ღამეა, წყალქვეშა სიჩქარე — 31 კვანძი, ეკიპაჟი კი 64 კაცისგან შედგება.

ყირიმული სალამი „მისტრალებს“

ქერჩის გემთმშენებელ ქარხანა „ზალივში“ 16 ივლისს პროექტ 23900-ის ორ უნივერსალურ სადესანტო ხომალდს ჩაეყრება საფუძველი (ფრანგული „მისტრალების“ ანალოგი). და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთში მანამდე მსგავსი ხომალდები არ იგებოდა, ეჭვი არ არის, რომ ისინი ქვეყნის სამხედრო–საზღვაო ფლოტში 2026 წლამდე შევა. პროექტის ღირებულება დაახლოებით 100 მლრდ რუბლია. რუსეთის სამხედრო ოპერაციამ სირიაში დაადასტურა 25 ათას ტონამდე წყალწყვის მსხვილი სადესანტო ხომალდების აუცილებლობა, რომლებიც შორეულ რაიონებში რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის ოპერატიული ყოფნის უზრუნველყოფას შეძლებენ.  

ახალი ხომალდების ზუსტი მახასიათებლები ჯერჯერობით უცნობია. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ უნივერსალურ სადესანტო ხომალდებზე განთავსდება 16–20 ვერტმფრენი, სადესანტო და მოიერიშე კატარღები, 75 ერთეული ჯავშანტექნიკა, საშტატო შეიარაღების მქონე დაახლოებით 1 000 საზღვაო ქვეითი, მნიშვნელოვანი არსენალი და ჯარებისა და ძალების ოპერატიული დაჯგუფება — არტილერიის, საზენიტო-სარაკეტო კომპლექსების, ნავსაწინააღმდეგო თავდაცვის კომპლექსების, ნავიგაციისა და რადიოელექტრონული ბრძოლის სისტემებისა, საბრძოლო მართვის ინტეგრირებული სისტემების ჩაუთვლელად. ამ ურთულესი ხომალდის ძირითადი დანიშნულება — სადესანტო ოპერაციისას ათასობით საზღვაო მილზე დესანტის გადასროლა და გადასხმაა მოუწყობელ სანაპიროზე — ვერტმფრენებისა და სახომალდო ავიაჯგუფის მონაწილეობით.

იმ ხომალდების შესაძლებლობების ანალიზისას, რომლებსაც 16 ივლისს ჩაეყრება საფუძველი სანქტ-პეტერბურგში, სევეროდვინსკსა და ქერჩში, რუსეთის სამხედრო–საზღვაო ფლოტის მძლავრი და ჰარმონიული განვითარების ნიშნები ჩანს, რომელიც მეზობლების დასაშინებლად კი არ იგება, არამედ აგრესორისთვის ეფექტური წინააღმდეგობის გასაწევად წყალზედა და წყალქვეშა გარემოში, ასევე სამხედრო მოქმედებების სანაპირო თეატრებზე. რუსეთის ფლოტის მთავარი მიზანი — ეროვნული ინტერესების, საზღვრებისა და მოკავშირეების დაცვაა.

რედაქცია შესაძლოა არ ეთანხმებოდეს ავტორის მოსაზრებებს