როგორ ესმის ვაჟკაცობა და ძველბიჭობა პრეზიდენტს: რას უწუნებს ომბუდსმენი ზურაბიშვილს

პირველმა პირებმა არ უნდა მოახდინონ ძალადობის რომანტიზება – საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, განაცხადა ნინო ლომჯარიამ.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი 19 წლის ფეხბურთელის გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გახმაურებულ საქმესთან დაკავშირებით გაკეთებული კომენტარი გამო ისევ კრიტიკის ობიექტი გახდა.

ზარი პრეზიდენტთან: რამდენი დახარჯა სალომე ზურაბიშვილმა კოლეგებთან საუბრებზე

ზურაბიშვილი, რომელიც საფრანგეთში დაიბადა და გაიზარდა, გამომდინარე იქიდან, რომ ქართულ ენას სრულყოფილად ვერ ფლობს, საკუთარი გამონათქვამების გამო არაერთხელ აღმოჩდა უხერხულ ვითარებაში. ამჯერად მისმა განცხადებამ სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას უკმაყოფილება გამოიწვია.

„ვაჟკაცობა მესმის, როდესაც ჩხუბი ერთი ერთზე მიდის. მე არ ვიცი ჯგუფური, აგრესიული და ძალადობრივი ვაჟკაცობის შესახებ. ადამიანებზე ძალადობა მიუღებელი და არაქართულია, ჩვენ უნდა დავუბრუნდეთ ჩვენს ღირებულებებს. დიდი ვაჟკაცობაა ბრალის აღიარება, კიდევ უფრო დიდი ვაჟკაცობა კი მონანიებაა", – განაცხადა ზურაბიშვილმა.

ომბუდსმენი აღაშფოთა ფრაზამ, რომელიც „ერთი ერთზე" ჩხუბს ამართლებს.

„ძალადობა, ერთი-ერთზე იქნება თუ ჯგუფური, არის ძალადობა და დანაშაული", – განაცხადა ლომჯარიამ და აღნიშნა, რომ საჯარო პირების განცხადებებსა და შეფასებებს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.

აღმოაჩინე საქართველო: სალომე ზურაბიშვილი რაჭა-ლეჩხუმს ეწვია

მისი თქმით, ზურაბიშვილის სიტყვების აღქმა შეიძლება ისე, თითქოს საქართველოში „ერთი ერთზე" ჩხუბი მისაღები და ტრადიციულია.

„არ უნდა მოვახდინოთ არც ერთი-ერთზე და არც ჯგუფური ძალადობის რომანტიზება... ეს მსოფლმხედველობა უნდა შეიცვალოს", – განაცხადა ლომჯარიამ.

ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ქვეყნისთვის ბოლო პერიოდში ერთ-ერთი სერიოზული პრობლემა გახდა.

2017 წლის დეკემბერში ახალგაზრდებს შორის ჩხუბი ორი მოსწავლის სიკვდილით დამთავრდა, გამოძიების მიმდინარეობა და სასამართლო პროცესი კი საქართველოს უახლეს ისტორიაში ყველაზე რეზონანსული გახდა.

სულ ცოტა ხნის წინ საქართველო ახალმა ტრაგედიამ შეძრა. 19 წლის ფეხბურთელი გიორგი შაქარაშვილი დაუდგენელ ვითარებაში გარდაიცვალა – იგი 18 ივლისს მცხეთაში მეგობრის დაბადების დღის წვეეულებაზე იმყოფებოდა, რომელზეც სტუმრებს შორის კონფლიქტი მოხდა.

კონფლიქტი მოგვიანებით საავტომობილო გზატკეცილზე გაგრძელდა. ამის შემდეგ გიორგი შაქარაშვილის კვალი დაიკარგა. ოთხდღიანი ძებნის შემდეგ ახალგაზრდის ცხედარი მაშველებმა მდინარე არაგვში იპოვეს.

ამჟამად დაკავებულია 17 ადამიანი, მათ შორის ექვსი არასრულწლოვანი.