ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ნოვოსიბირსკელმა მეცნიერებმა კორონავირუსის გამანეიტრალებელი ანტისხეულები შექმნეს

ნოვოსიბირსკელი მეცნიერების მიერ მიღებულ ანტისხეულებს აქვთ უნარი, აღკვეთონ ცილა АСЕ2-ის ადამიანის უჯრედებში შეღწევა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი — Sputnik. მოლეკულური და უჯრედული ბიოლოგიის ინსტიტუტის ციმბირის განყოფილებაში მეცნიერებმა ქვეყანაში პირველებმა მიიღეს ანტისხეულები, რომლებიც კორონავირუს SARS-CoV-2-ს ანეიტრალებს, იუწყება РИА Новости რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის პერსპექტიული პროექტების საკითხების მრჩეველ ოლგა დოროხოვაზე დაყრდნობით.

რუსეთში დასრულდა მსოფლიოში პირველი COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გამოცდა

„ამისათვის გამოყენებული იყო COVID-19-სგან განკურნებული პაციენტების სისხლის ნიმუშები და ერთეული B–ლიმფოციტების დახარისხების უნიკალური ტექნოლოგია“, — განუცხადა სააგენტოს დოროხოვამ.

მისი თქმით, მიღებულ ანტისხეულებს აქვთ უნარი, დაბლოკონ ვირუსისა და მემბრანული ცილა АСЕ2-ის ურთიერთქმედება და, შესაბამისად, აღკვეთოს მისი შეღწევა ადამიანის უჯრედებში. ამ მიმართულებით შემდგომი კვლევა დაეხმარება მეცნიერებს, შექმნან პრეპარატები სპეციფიკური თერაპიისა და კორონავირუსული დაავადების პროფილაქტიკისთვის.

„გარდა ამისა, მიღებული მასალები შესაძლებელს გახდის დამცავი იმუნიტეტის თავისებურებების კვლევას კორონავირუსული ინფექციისას და ამასთან მასზე მოთხოვნა იქნება ვაქცინის სრულყოფისთვის“, — განმარტა ოლგა დოროხოვამ.

აღსანიშნავია, რომ რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის იმუნოგენეტიკის ლაბორატორია, რომელსაც ბიოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი ალექსანდრ ტარანინი ხელმძღვანელობს, დაავადებების მოლეკულური დიაგნოსტიკისა და თერაპიის საშუალებების შექმნითაა დაკავებული. ის ასევე აწარმოებს ადამიანის ცილების ფუნქციონალურ ანალიზს და იმუნური სისტემის მოლეკულური ევოლუციის რეკონსტრუქციას.