ჯანო ანანიძემ „ანორთოსისი“ დატოვა – სად გააგრძელებს კარიერას ქართველი ნახევარმცველი

ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის „ანორთოსისში“ მოსკოვის „სპარტაკიდან“ მიმდინარე წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა.
Sputnik

თბილისი, 15 ივლისი – Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ კვიპროსის გუნდი „ანორთოსისი“ დატოვა. ამის შესახებ ფეხბურთელმა გამოცემა sport24-ს განუცხადა.

ჯანო ანანიძემ მატჩის დროს მეტოქეს პირველადი დახმარება აღმოუჩინა>>

როგორც 27 წლის ანანიძემ გამოცემასთან საუბრისას აღნიშნა, ის ახლა თბილისში იმყოფება და სხვა გუნდებისგან წინადადებებს ელოდება.

„ანორთოსისის“ ხელმძღვანელობა სრულად უჭერს მხარს ქართველ მწვრთნელს

უფრო ადრე მასმედიაში გაჩნდა ინფორმაცია, რომ ანანიძე, შესაძლოა, რუსეთში დაბრუნდეს და „სოჭში“, „როსტოვში“ ან „როტორში“ ითამაშოს, თუმცა ეს ინფორმაცია ჯერჯერობით არ დასტურდება.

ქართველი ნახევარმცველი კვიპროსის „ანორთოსისში“ მოსკოვის „სპარტაკიდან“ ამ წლის იანვარში თავისუფალი აგენტის სტატუსით გადავიდა. კლუბის შემადგენლობაში ანანიძემ სულ ექვსი მატჩი ჩაატარა და ამ მატჩებში თავი არ გამოუჩენია.

თავისი კარიერის უმეტესი ნაწილი – 10 წელი ანანიძემ მოსკოვის „სპარტაკში“ გაატარა. ქართველი ფეხბურთელი ასევე გამოდიოდა „როსტოვისა“ და სამარის „კრილია სოვეტოვის“ შემადგენლობაში.