მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი - ქართველი რუსი ეთერ თუთბერიძე: ემოციური ფოტოები

Sputnik

ეთერ თუთბერიძემ სახელოვანი სპორტსმენების აღმზრდელი არაერთი მწვრთნელი დაჯაბნა. ქართული წარმოშობის რუსმა პრემია Skating Awards-ის ნომინაციაში „საუკეთესო მწვრთნელი“ გაიმარჯვა.

თუთბერიძემ უკან ჩამოიტოვა ამერიკელი რაფაელ არუთუნიანი — მსოფლიოს ორგზის ჩემპიონის, ნათან ჩენის მწვრთნელი და ასევე კანადელი ბრაიან ორსერი, რომელიც ორგზის ოლიმპიურ ჩემპიონს, იუძურუ ჰანიუსა და მსოფლიოს ორგზის ჩემპიონ ევგენია მედვედევას წვრთნის. ამ უკანასკნელმა თავისი ყველა მნიშვნელოვანი ჯილდო სწორედ  თუთბერიძესთან მუშაობისას მიიღო.  

ამ დროისათვის ტრენერი 2018 წლის ოლიმპიურ ჩემპიონთან, ალინა ზაგიტოვასთან, 2020 წლის ევროპის ჩემპიონ ალიონა კოსტორნაიასთან, რუსეთის ორგზის ჩემპიონ ანა შჩერბაკოვასთან და იუნიორებს შორის რუსეთის ორგზის ჩემპიონ დანიილ სამსონოვთან მუშაობს.

გარდა ამისა, თუთბერიძემ იუნიორთა შორის ორ უმაღლეს ჯილდომდე მიიყვანა  ალექსანდრა ტურუსოვაც.

1 / 15
ეთერ თუთბერიძე შეჯიბრებისწინა წვრთნაზე
2 / 15
ეთერ თუთბერიძე თავის აღსაზრდელ იულია ლიპნიცკაიასთან ერთად მოკლე პროგრამის შესრულების შემდეგ გრან-პრის მეექვსე ეტაპზე
3 / 15
თუთბერიძე ევგენია მედვედევასთან ერთად ბარსელონის გრან-პრიზე
4 / 15
მწვრთნელი ეთერ თუთბერიძე ხელს არ უშლის სამზადისში აღსაზრდელ ადიან პიტკეევს შეჯიბრებაზე გასვლის წინ
5 / 15
თუთბერიძე დაძაბული აკვირდება საკუთარი სპორტსმენების გამოსვლას ყინულზე
6 / 15
ეთერ თუთბერიძე და ევგენია მედვედევა კმაყოფილები არიან შედეგით
7 / 15
ალინა ზაგიტოვა და ევგენია მედვედევა ყურადღებით უსმენენ მწვრთნელის დარიგებას
8 / 15
მწვრთნელი და აღსაზრდელები პრესკონფერენციის შემდეგ
9 / 15
ალინა ზაგიტოვას ქომაგები ტრიბუნაზე
10 / 15
ზამთრის XXIII ოლიმპიადა - ძალიან მნიშვნელოვანი სიტყვები ყინულზე გასვლამდე...
11 / 15
და ალინა ზაგიტოვას დამსახურებული ოქროს მედალი
12 / 15
ტურინის გრან-პრის წინ
13 / 15
ოლი,პიური ჩემპიონი ალინა ზაგიტოვა, ეთერ თუთბერიძე და ალექსანდრა ტურუსოვა
14 / 15
მსოფოლიო ჩემპიონატის პრიზოორები იუნიორ ქალთა შორის ტალინში: დარია უსაჩოვა, კამილა ვალიევა; ქორეოგრაფი დანიილ გლეიჰენჰაუსი, მწვრთნელები ეთერ თუთბერიძე და სერგეი დუდაკოვი
15 / 15
ეთერ თუთბერიძე - დარიგება აღსაზრდელებს