iPhone-ის მუშაობაში შეფერხებები დაფიქსირდა: სპეციალისტებმა მიზეზები განმარტეს

iPhone-ს და iPad-ის მფლობელებს დღეს პრობლემები ჰქონდათ Viber-ს, Spotify-ს და სხვა აპლიკაციების გამოყენებისას
Sputnik

თბილისი, 11 ივლისი — Sputnik. ტექნიკური ხარვეზი Apple-ს მოწყობილობებზე მთელი მსოფლიოს მასშტაბით მოხდა, იუწყება РИА Новости გამოცემა The Verge-ზე დაყრდნობით.

iPhone-ს და iPad-ის მფლობელებმა დაწერეს სოციალურ ქსელებში, რომ ვერ ჩართეს Viber, Spotify, Pinterest, Tinder და ზოგიერთი სხვა აპლიკაცია.

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, ხარვეზის საბოლოო მიზეზი ჯერჯერობით არ დადასტურებულა, მაგრამ, წინასწარი ანგარიშებით, ეს მოხდა ხარვეზების გამო Facebook SDK-ს მუშაობაში, რომელიც აპლიკაციებში შესვლაზეა პასუხისმგებელი.