„მსხვერპლი მარტო არ არის“ – ქალებზე ძალადობა მიუღებელია

ბოლო დროს ქალებზე ძალადობამ და მათმა მკვლელობამ საქართველოს ხელისუფლება აიძულა, სერიოზულად დაფიქრებულიყო ამ პრობლემაზე.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათშორისი კომისია შეშფოთებას გამოხატავს ქალებზე ბოლო დროს გახშირებული ძალადობისა და მათი მკვლელობების გამო.

მამაკაცს, რომელმაც თავის შეყვარებულს ცეცხლი წაუკიდა, ბრალი წარედგინა>>

კერძოდ, რამდენიმე დღის წინ თბილისში ახლგაზრდა მამაკაცმა შეყვარებულ ქალს ბენზინი მიასხა და ცეცხლი წაუკიდა. ქალი ამჟამად დამწვრობის ცენტრში მძიმე მდგომარეობაში იმყოფება. სურამში კი ქმარმა მძინარე ცოლი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა.

მოძალადე დეპუტატი: მიხეილ გრემელაშვილი ცოლსა და შვილებზე ძალადობისთვის დააკავეს

კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მოსახლეობის დაცვა სახელმწიფოს ვალდებულებაა, ხოლო ძალადობის მსხვერპლთ ურჩევენ, დაუკავშირდნენ სამართალდამცველ ორგანოებს ტელეფონის ნომრებზე – 116006 და 112.

„სახელმწიფოსთვის მიუღებელია გენდერული ძალადობის გამოვლენის ნებისმიერი ფორმა და თითოეულ ასეთ ფაქტზე სახელმწიფოს რეაგირება იქნება მკაცრი!.. პრაქტიკა ცხადყოფს, რომ დროული შეტყობინება გაცილებით მძიმე ძალადობის აცილებას უზრუნველყოფს. ამასთან, ვიღებთ პასუხისმგებლობას, საზოგადოებასთან ერთად გავაგრძელოთ მუშაობა გენდერული თანასწორობისა და ქალთა გაძლიერების ყველა მიმართულებით“, – ნათქვამია განცხადებაში.

კომისიაში ასევე აღნიშნავენ, რომ ძალადობა ქალთა მიმართ და ოჯახური ძალადობა დაუშვებელია, „მსხვერპლი არ არის მარტო. სახელმწიფო იცავს და აგრძელებს ძალადობაგამოვლილი ადამიანების მხარდაჭერას“, ხოლო ყველა დამნაშავე კანონის სრული დაცვითა და სიმკაცრით დაისჯება.

სურამში ქმარმა მძინარე ცოლი მოკლა – მიზეზი უცნობია

გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის საკითხებზე უწყებათშორისი კომისია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით 2017 წლის ივნისში შეიქმნა. კომისია აერთიანებს 22 სახელმწიფო ორგანოს. კომისიას ხელმძღვანელობენ პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ადამიანის უფლებათა დაცვისა და გენდერული თანასწორობის საკითხებში და იუსტიციის მინისტრის მოადგილე.

კომისიაში შედიან სხვადასხვა სამინისტროების, პროკურატურის, ტრეფიკინგის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის, სამოქალაქო სამსახურის ბიუროსა და სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წარმომადგენლები.