ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

ადამიანის ორეული: მრავალფუნქციურ ცენტრში რობოტი-გოგონა დასაქმდა

მრავალფუნქციური მომსახურების ცენტრში, რომელიც მოქალაქეებს სახელმწიფო სერვისებს სთავაზობს, ადამიანის მსგავსი რობოტი-გოგონა მუშაობს.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი — Sputnik. ადამიანის მსგავსი რობოტი-გოგონა პერმის მხარეში მრავალფუნქციური ცენტრის თანამშრომელი გახდა, იუწყება საინფორმაციო სააგენტო РИА Новости.

​გავრცელებული ინფორმაციით, რობოტი დოკუმენტების მიმღები და სახელმწიფო სერვისების გამწევი სპეციალისტის მოვალეობას ასრულებს კვირაში შვიდი დღისა და ორი ცვლის განმავლობაში.

როგორც პერმის მხარის ადმინისტრაციის პრეს-სამსახურში აცხადებენ, რობოტი სრულად ანტროპომორფული მანქანაა, რომელიც ადამიანის ემოციებს აკოპირებს: ამოძრავებს თვალებს, წარბებს, ტუჩებსა და სახის სხვა კუნთებს, ურთიერთობს და პასუხს აძლევს ცენტრის ვიზიტორებს.

მეტი რობოტი – ნაკლები კონტაქტი: იაპონური რობოტი უგო კორონავირუსის წინააღმდეგ – ფოტო

ცნობილი ხდება, რომ ადგილობრივი კომპანია Promobot-ის მიერ შექმნილი რობოტი, თავისი კონსტრუქციის წყალობით, ადამიანის 600-ზე მეტ მიკრომიმიკას იმეორებს.

გარდა ამისა, რობოტი დაფარულია სპეციალურად შექმნილი მასალით, რომელიც კანის იმიტაციას ახდენს და მაქსიმალურად ამსგავსებს მას ადამიანს.

პარკში რობოტი-ძაღლი გამოჩნდა: ვრცელდება ვიდეო>>

ირკვევა ისიც, რომ ელექტრონული დამხმარე გოგონას გარეგნობა ნეიროქსელითაა შექმნილი. კერძოდ, ხელოვნურმა ინტელექტმა გააანალიზა რამდენიმე ათასი რუსი ქალბატონის ფოტოსურათი და განზოგადებული სახე შექმნა — ქერა გოგონა ყავისფერი თვალებით.

რობოტი დამოუკიდებლად იღებს ცენტრის ვიზიტორებს და მათ მთელ რიგ მომსახურებას უწევს: ასკანერებს სხვადასხვა სახის დოკუმენტებს, შემდეგ კი, გამომდინარე დოკუმენტის ტიპიდან, განცხადებას ადგენს. ვიზიტორი ხელს აწერს საბუთს, რის შემდეგაც რობოტი კიდევ ერთხელ ასკანერებს მზა დოკუმენტს და მრავალფუნქციური ცენტრის საინფორმაციო სისტემაში გზავნის.