ბათუმის „დინამომ“ საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატში პირველი გამარჯვება მოიპოვა

გამარჯვების წყალობით ბათუმელებმა შვიდი ქულით საქართველოს ჩემპიონატის სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გადაინაცვლეს.
Sputnik

თბილისი, 10 ივლისი – Sputnik. ბათუმის „დინამომ“ ფეხბურთში საქართველოს ჩემპიონატში ზედიზედ ოთხი ფრეს მერე პირველი გამარჯვება მოიპოვა. გუნდმა მეხუთე ტურში თბილისის ლოკომოტივს 4:1 მოუგო.

„ლოკომოტივზე გამარჯვებამ ბათუმის „დინამოს“ საშუალება მისცა, რომ შვიდი ქულით სატურნირო ცხრილის მესამე ადგილზე გადანაცვლებულიყო.

საქართველოს ჩემპიონატი ფეხბურთში ბრუნდება

ეროვნული ლიგის ლიდერები რვა–რვა ქულით არიან თბილისის „დინამო“ და გორის „დილა“. მეხუთე ტურის მატჩებს ისინი ამ უქმეებზე გამართავენ. „დინამო“ ქუთაისში გაემგზავრება და „ტორპედოს“ შეხვდება, ხოლო „დილა“ თავის მოედანზე თბილისის „მერანს“ უმასპინძლებს.

საქართველოს 2020 წლის სეზონის ჩემპიონატი მარტის დასაწყისში დაიწყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო ორი ტურის მერე შეწყდა. ჩემპიონატი ეროვნულ ლიგაში 25 ივნისს განახლდა. ამ ეტაპზე მატჩებს მაყურებელი არ ესწრება.