ავარია სამეგრელოში - დაშავებულთა შორის ორი ბავშვია

BMW-ს მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი – Sputnik. შვიდი ადამიანი დაშავდა ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარი ავარიის შედეგად. დაშავებულთა შორის ორი ბავშვია, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი.

ბედი ჰქონია: ქართველმა მძღოლმა საშინელ ავარიას თავი სასწაულებრივად დააღწია – ვიდეო

გავრცელებული ინფორმაციით, BMW-ს მარკის მანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ხეს დაეჯახა.

დაშავებულები სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა ფოთის ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

„ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას დახვდა შვიდი დაზარალებული, მათ შორის ორი ბავშვია. საჭირო გახდა დამატებითი ჯგუფების გამოძახება. ერთ-ერთ დაშავებულს აღენიშნებოდა მრავლობითი ტრავმა და იყო შედარებით მძიმე. ყველა მათგანს ადგილზე გაეწია პირველადი დახმარება და გადაყვანილი არიან ფოთის ჰოსპიტალში“, – განაცხადა საგანგებო სიტუაციების კოორდინირებისა და გადაუდებელი დახმარების ფოთის ცენტრის ხელმძღვანელმა, კესო გელენიძემ.

შსს-მ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო. იგი ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.