მსოფლიო დღეს

ანტირასისტული ლოზუნგი გვარის ნაცვლად: NBA-ს 17 სპორტსმენი უარზეა

NBA-ს განახლებულ სეზონზე კალათბურთელებს შეუძლიათ მაისურზე გვარის ნაცვლად ანტირასისტული ლოზუნგი დაიწერონ.
Sputnik

თბილისი, 9 ივლისი — Sputnik. აშშ-ის ეროვნული საკალათბურთო ასოციაციის (NBA) 17-მა სპორტსმენმა უარი თქვა მაისურზე სხვადასხვა ანტირასისტული ლოზუნგის დატანაზე, იუწყება ESPN.

გავრცელებული ინფორმაციით, კორონავირუსული პანდემიის გამო შეწყვეტილ სეზონს NBA 30 ივლისს განაახლებს.

„ქრისტეს ქანდაკებები უნდა განადგურდეს“ – რას ითხოვს აქტივისტი

პირველი ოთხი დღის განმავლობაში კალათბურთელებს შეუძლიათ ითამაშონ მაისურებით, რომლებზეც მათი გვარის ნაცვლად რასიზმისა და დისკრიმინაციის საწინააღმდეგო ლოზუნგები და სიტყვები იქნება გამოსახული. თუ სპორტსმენები ამის შემდეგაც მოისურვებენ სათამაშო ფორმაზე ლოზუნგების დატოვებას, მაშინ გვარი ნომრის ზემოთ დაიწერება, ხოლო ლოზუნგი – ნომერს ქვემოთ.

აღსანიშნავია, რომ ლოზუნგების სია NBA-მ და კალათბურთელთა პროფკავშირებმა შეათანხმეს და ჩამონათვალი ელექტრონული ფოსტით დაუგზავნეს სპორტსმენებს. ცნობილია, რომ ამ დროისათვის წინადადებას 350-დან 285 კალათბურთელი დაეთანხმა, 17-მა კი უარი თქვა.

ირკვევა, რომ ყველაზე პოპულარული სიტყვა შეთავაზებული ვარიანტებიდან გამოდგა Equality — „თანასწორობა“.

NBA-ს აღმასრულებელი დირექტორის მაიკლ რობერტსის თქმით, გარდა ინგლისურისა, ლოზუნგები შეიძლება დაიწეროს სხვა ენებზეც, მათ შორის: იტალიურად, სლოვენურად, ფრანგულად, ლატვიურად, მაორისა და კრეოლების ენაზე, ივრითზე და სხვ.

ანტირასისტული ლოზუნგი გვარის ნაცვლად: NBA-ს 17 სპორტსმენი უარზეა

მანამდე აშშ-ში საპროტესო გამოსვლებისა და არეულობების ტალღა აგორდა მას შემდეგ, რაც მინეაპოლისში პოლიციას დაკავებისას აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი შემოაკვდა. მისი დაღუპვის შემდეგ გააქტიურდა მოძრაობა Black Lives Matter („შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“), რომელიც შავკანიანების მიმართ ძალადობას ებრძვის.