კახეთში ხუთვარსკვლავიან სასტუმროში ხანძარი გაჩნდა

სასწრაფოდ განახორციელეს სასტუმროს სტუმრებისა და პერსონალის ევაკუაცია. მეხანძრეები ამ ეტაპზე ცეცხლის სალიკვიდაციო სამუშაოებს ასრულებენ.
Sputnik

თბილისი, 8 ივლისი – Sputnik. ხანძარი წინანდლის ხუთვარსკვლავიან სასტუმრო Radisson Collection-ში ლოკალიზებულია, დაშავებულები არ არიან, ნათქვამია საქართველოს შსს-ს საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებაში.

ხანძარი ვარკეთილში: დაიწყო ზარალის დათვლა

ხანძარი სასტუმროში შუაღამისას გაჩნდა. წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი შენობის მეოთხე სართულზე, საუნის ტერიტორიაზე გაჩნდა. დროულად განხორციელდა სასტუმროს ყველა დამსვენებლისა და პერსონალის ევაკუაცია.

ხანძრის ჩაქრობაში მონაწილეობდა ტექნიკის ექვსი ერთეული და სამსახურის 25 თანამშრომელი.

ცეცხლის ლოკალიზება მეხანძრეებმა მალე შეძლეს. ამჟამად მიმდინარეობს ხანძრის სრული ლიკვიდაციის სამუშაოები.