ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები

სპეციფიკური შემთხვევა: სალა გახდომაში დაგეხმარებათ, თუ...

დიეტოლოგის თქმით, მაღალკალორიული და მავნე პროდუქტად მიჩნეული სალა ჭარბწონიანებს ზედმეტი კილოგრამების მოშორებაში დაეხმარება, თუ მას სწორად მიიღებენ.
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. არსებობს სპეციფიკური შემთხვევა, როდესაც ისეთი მაღალკალორიული პროდუქტი როგორიც სალაა, წონაში დაკლებაშიც კი ეხმარება ადამიანს, განაცხადა რადიო Sputnik-თან ინტერვიუში დიეტოლოგმა ელენა სოლომატინამ.

დადგინდა დიეტა, რომელიც კიბოსთან ბრძოლის ეფექტს ზრდის: რა უნდა მიირთვათ ქიმიოთერაპიისას

ექიმის თქმით, მოსაზრება, რომ სალა (сало), როგორც ასპროცენტიანი ცხიმი, ერთ-ერთი ყველაზე მავნე პროდუქტია, მცდარია, ვინაიდან მთელი საქმე მის რაოდენობასა და მიღების მეთოდშია.

„მთელმარცვლოვანი პურით, სალითა და ბოსტნეულით მომზადებული ბუტერბროდი მშვენივრად აკმაყოფილებს შიმშილს. ასეთი ბუტერბროდით გახდომაც კი შეიძლება, ვინაიდან მისი მირთმევის შემდეგ რაიმე მაღალკალორიულის, მაგალითად, ნახშირწყლებისა და ტკბილეულის მიღება აღარ მოგინდებათ“, — განმარტავს დიეტოლოგი.

თუმცა, მისი თქმით, უნდა გვახსოვდეს, რომ სალის დიდი რაოდენობით მიღება არ შეიძლება. გამომდინარე იქიდან, რომ სალა თავისთავად ძალიან, ძალიან მაღალკალორიული პროდუქტია, ჭარბი წონისადმი მიდრეკილმა ადამიანებმა და ასევე მათ, ვისაც დიდი რაოდენობით ქოლესტერინი აქვთ სისხლში, დღეში 10 გრამზე მეტი არ უნდა მიირთვან. დანარჩენებისთვის დასაშვები დღიური ნორმა 30 გრამია, თუმცა სასურველია, რომ ეს რაოდენობაც რამდენიმე მიღებაზე განაწილდეს.