თბილისი, 6 ივლისი — Sputnik. ერთიანი ეროვნული გამოცდიდან პირველივე დღეს ხუთი აბიტურიენტი მოიხსნა, იუწყება ტელეკომპანია Rustavi 2.
ქართველ აბიტურიენტებს პანდემიის პირობებში პირველად მოუწია უმაღლესში მისაღები გამოცდების ჩაბარება. პირველი გამოცდა 6 ივლისს ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა. ქვეყანაში 24 საგამოცდო ცენტრია გახსნილი. გამოცდებზე აბიტურიენტების 93% გამოცხადდა.
2 ახალგაზრდას შემთხვევაში მიზეზი დაგვიანება იყო, ორს კი სამედიცინო შემოწმებისას მაღალი ტემპერატურა აღმოაჩნდა.
კიდევ ერთ აბიტურიენტს გამოცდაზე დასწრების უფლება მობილური ტელეფონის აღმოჩენის შემდეგ აღარ მისცეს.
დღეს გამოცდა ჩატარდა ქართულ ენასა და ლიტერატურაში. საგამოცდო პროცესი კი 25 ივლისს დასრულდება.