მსოფლიო დღეს

ბრიტანეთში მამაკაცმა სასწრაფო დახმარების ორი მედიკოსი დანით დაჭრა

თავდასხმა ინგლისის ცენტრში მამაკაცის სახლში ექიმების ჩვეულებრივი გამოძახებისას მოხდა. ბოროტმოქმედის განეიტრალება მხოლოდ ელექტროშოკერით მოხერხდა
Sputnik

თბილისი, 6 ივლისი - Sputnik. ცენტრალურ ინგლისში, ქალაქ უოლვერჰემპტონში, მამაკაცი სასწრაფო დახმარების ორ ფერშალს თავს დაესხა და დანით დაჭრა, იუწყება РИА Новости უესტ-მიდლანდსის რეგიონის პოლიციაზე დაყრდნობით.

აბაშაში მამაკაცი ცივი იარაღით დაჭრეს

„სასწრაფო დახმარების სამსახურის ორი თანამშრომელი დანით მას შემდეგ დაჭრეს, რაც ისინი გამოძახებაზე უოლვერჰემპტონში მცხოვრები მამაკაცის ჯანმრთელობის შესამოწმებლად მივიდნენ. ბინაზე მისვლისთანავე ბრიგადამ გადასცა შეტყობინება, რომ მას თავს დაესხნენ“, - ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.

დანაშაულის ადგილზე დამატებით სასწრაფო დახმარების სამი მანქანა და ორი ვერტმფრენი მივიდა.

„ორ დაჭრილ ფერშალს დახმარება ადგილზევე აღმოუჩინეს, შემდეგ კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავდამსხმელი პოლიციელებმა ელექტროშოკერის მეშვეობით გაანეიტრალეს, მასაც სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს და შემდეგ დააკავეს“, - აღნიშნულია განცხადებაში.