სალომე ზურაბიშვილი ისტორიულად მნიშვნელოვან სოფელ ლაილაშს ეწვია - ვიდეო

არქეოლოგიურად დასტურდება, რომ ლაილაში ძველი კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. მე-14-11 საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი
Sputnik

თბილისი, 5 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ცაგერის მუნიციპალიტეტში ორბელის გადმოსახედი და სოფელი ლაილაში დაათვალიერა, ნათქვამია საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში.

პრეზიდენტი ცაგერის მუნიციპალიტეტში ისტორიულად მრავალეთნიკურ სოფელ ლაილაშს ეწვია, სადაც ქართველებთან ერთად, ბერძნები, ებრაელები და სომხები ცხოვრობდნენ.

ზურაბიშვილის თქმით,  ქვეყნის ისტორიისათვის ძალიან მნიშვნელოვანია ისეთი ადგილების არსებობა, როგორიცაა ლაილაში, სადაც ებრაელები, ქართველები, სომხები ერთად ცხოვრობდნენ.

„არამხოლოდ თბილისსა და ქუთაისში, არამედ აქაც ერთად ცხოვრობდნენ ებრაელები, ქართველები, სომხები - ეს ჩვენს კულტურაზე მეტყველებს!“, - განაცხადა პრეზიდენტმა.

 

სალომე ზურაბიშვილი ისტორიულად მნიშვნელოვან სოფელ ლაილაშს ეწვია - ვიდეო

არქეოლოგიურად დასტურდება, რომ ლაილაში ძველი კოლხეთის ნაწილს წარმოადგენდა. სოფელში აღმოჩენილია ძვ. წ. მე-14-11 საუკუნეების ბრინჯაოს ცულების განძი. სოფელი მდიდარია ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლებით. სოფელი ასევე ცნობილია მისივე სახელწოდების ბიბლიით - „ლაილაშის ბიბლია“, რომელიც  X საუკუნის უნიკალური ებრაულენოვანი ხელნაწერია.