სასტიკი მკვლელობა პოლიციელების მონაწილეობით: სასამართლომ განაჩენი გამოიტანა

სასამართლომ ექვსიდან ხუთი ბრალდებული დამნაშავედ ცნო და სხვადასხვა ვადით პატიმრობა შეუფარდა. მეექვსე ბრალდებულის გამამართლებელ განაჩენს ბრალდების მხარე გაასაჩივრებს
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. რუსთავის საქალაქო სასამართლომ დაასრულა საქმის განხილვა, რომელიც ეხება 35 წლის დავით მუმლაძის სასტიკ მკვლელობას და ექვსიდან ხუთ ბრალდებულს გამამტყუნებელი განაჩენი გამოუტანა, ნათქვამია გენერალური პროკურატურის განცხადებაში.

როდის მიიღებს საქართველო პოლიტიკურ გადაწყვეტილებას ხანგოშვილის მკვლელობის საქმეზე >>

დავით მუმლაძის ცხედარი მტკვარმა რუსთავში 2019 წლის 5 ოქტომბერს გამორიყა. გამოძიებამ დაადგინა, რომ ის 1 ოქტომბერს მოკლეს და მისი ცხედარი წყალში ხუთი დღე იყო.

ფოთში მამაკაცის მკვლელობის საქმეზე სამი პირი დააკავეს

ხუთმა ბრალდებულს 9-დან 20 წლამდე ვადით პატიმრობა მიესაჯათ. ყველაზე მკაცრი ზომა - 30 წელი ციხეში - შეეხო ზურაბ ჯღარკავას, ხოლო გიორგი ასათიანი სასამართლომ გაამართლა. პროკურატურა აპირებს გაასაჩივროს გამამართლებელი განაჩენი სააპელაციო სასამართლოში.

გამოძიების მონაცემებით, ერთ-ერთმა ბრალდებულმა მოტყუებით გამოიყვანა მუმლაძე საცხოვრებელი ბინიდან და ავტომანქანით მიიყვანა გლდანში, სადაც მათ დახვდათ პოლიციის ფორმაში გამოწყობილი სამი მამაკაცი - შსს-ს მოქმედი ორი თანამშრომელი და ერთი ყოფილი. პოლიციის ფორმიანებმა ჩაისვეს მუმლაძე თავის მანქანაში და იძულებით წაიყვანეს რუსთავში.

იქ მუმლაძე გადასცეს პირებს, რომლებმაც მისი მკვლელობა შურისძიების მიზნით ძველი კონფლიქტის გამო დაგეგმეს - წარსულში ნასამართლევ გიორგი ასათიანსა და ზურაბ ჯღარკავას. მათ მუმლაძე მტკვრის ნაპირზე წაიყვანეს, სადაც ცივი იარაღით 30 ჭრილობა მიაყენეს, შემდეგ კი ცხედარი მდინარეში ჩააგდეს.