სალომე ზურაბიშვილი ლეჩხუმს ეწვია

პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა. რამდენიმე დღის წინ ის უჯარმაში და გურიაში იმყოფებოდა.
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ლეჩხუმს ესტუმრა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის ვებგვერდი.

პრეზიდენტი ლეჩხუმს ადგილობრივი ტურიზმის ხელშეწყობის კამპანიის ფარგლებში ესტუმრა. რამდენიმე დღის წინ ის უჯარმაში და გურიაში იმყოფებოდა.

პრეზიდენტმა სოფელ ისუნდერში რაჩხას ჩანჩქერი მოინახულა, რომელიც მდინარე ცხენისწყალში ჩადის. სალომე ზურაბიშვილმა ასევე მოინახულა მურის ციხე, რომელიც კლდოვან ქედზეა აშენებული.

დიდმა ბრიტანეთმა თავისი მოქალაქეების საქართველოში ჩამოსვლა სარისკოდ მიიჩნია

სალომე ზურაბიშვილი დღეს ასევე ესტუმრა სოფელ ოყურეშს და ზუბი-ოყურეშის მიკროზონაში, ენდემური ჯიშის ვაზისაგან გაშენებული ვენახი და მანაგაძეების მარანი მოინახულა, სადაც უსახელოურის ნახევრადტკბილ წითელ ღვინოს ამზადებენ.

როგორც გიორგი მანაგაძემ განაცხადა, ღვინო გამოირჩევა თავისი კეთილშობილი, არომატული თვისებებითა და გემური მაჩვენებლებით. მოდის მხოლოდ ამ მიკროზონაში და ძირითადად სოფელ ოყურეშში. ბუნებრივად ნახევრადტკბილი წითელი ღვინო დიდ მოწონებას იმსახურებს, როგორც ტურისტებში, ასევე, საერთაშორისო ბაზარზე.

„ღვინოს ორგანული მეთოდით ვამზადებთ. ვენახსაც, რა თქმა უნდა, ორგანული მეთოდით ვუვლით. ერთმა ძირმა ვაზმა მხოლოდ ორი კილო შეიძლება მოისხას, თუ გვინდა, რომ დავამზადოთ უმაღლესი ხარისხის ღვინო“, - განაცხადა გიორგი მანაგაძემ.

ევროკავშირი საქართველოსთვის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის >>

საქართველოში შიდა ტურიზმი 15 ივნისს გაიხსნა. კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული თითქმის სამთვიანი პაუზის შემდეგ ეტაპობრივად იხსნება ტურისტული ადგილები.

საქართველოს ცას კონკრეტული ავიაკომპანიებისთვის 1 ივლისიდან გაიხსნება მიუხედავად იმისა, რომ რეგულარული ავიამიმოსვლის აღდგენა 1 აგვისტომდე გადაიდო.