თბილისი, 3 ივლისი – Sputnik. ზოგიერთ ქვეყანაში ახლა მიმდინარეობს არა კორონავირუსის მეორე ტალღა, არამედ გამეორებითი პიკი, განაცხადა გაეროს ჟენევის განყოფილებასთან არსებული უცხოელი კორესპონდენტების ასოციაციის ბრიფინგზე ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (ჯანმო) ჯანდაცვის სფეროში საგანგებო სიტუაციების პროგრამის დირექტორმა მაიკლ რაიანმა.
„რომ იქნება მეორე ტალღა, ამაში დარწმუნებული არავინაა. ეს მეცნიერული ვარაუდია, რაც ეფუძნება იმას, რომ ვიცით კორონავირუსები და რესპირატორული ვირუსები. ის, რაც ახლა ხდება ბევრ ქვეყანაში – ეს მეორე ტალღა არაა, არამედ მეორე პიკია პირველი ტალღის“, – განაცხადა რაიანმა, იუწყება РИА Новости.
ჯანმოს წარმომაგდენლის თქმით, სადაც ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ საკმარისი ზომები არ გამოიყენეს, დროის იმავე პერიოდში დაავადების მეორე პიკი მოხდა.
„შეიძლება აღმოვჩნდეთ ვითარებაში, როდესაც ვირუსის მაღალი ეპიდემიურობა გვექნება, ან დაავადების მუდმივი დონე, შესაძლოა, იმაზე მაღალი, ვიდრე ვისურვებდით“, – განაცხადა მან.
მაიამიში კომენდანტის საათი გამოცხადდა: ერთ დღეში ინფიცირებულთა რაოდენობა რეკორდს ხსნის>>
მისი თქმით, მეორე ტალღის პერსპექტივები ეფუძნება იმას, რომ ეს რესპირატორული დაავადებაა, ხოლო რესპირატორული ვირუსები ადამიანების სეზონურ მოძრაობებზეა დამოკიდებული და სწრაფად ვრცელდება ადამიანების მჭიდრო ჯგუფებში და უფრო დაბალი ტემპერატურის პირობებში.