გაცვალე მაკულატურა წიგნებში: ქართულმა გამომცემლობამ ახალი პროექტი აამოქმედა

ათი დღის განმავლობაში ნებისმიერი მსურველი ძველ და არასასურველ წიგნებს ახლებში გადაცვლის, 1 კგ მაკულატურა 1 ლარს უდრის
Sputnik

თბილისი, 4 ივლისი – Sputnik. ქართული გამომცემლობა „პალიტრა L“ იწყებს პროექტს „მაკულატურა“, რომლის ფარგლებში ყველა მსურველს შეუძლია მიიტანოს თავისი მაკულატურა და წიგნებზე გაცვალოს.

რატომ არ მოსწონთ ქალებს გენიოსების წიგნები >>

ქართველი პოეტი შოთა რუსთაველი ყველა დროის საუკეთესო მწერლების ათეულშია

ორგანიზატორები ამტკიცებენ, რომ ერთი კილოგრამი მაკულატურა უდრის ერთ ლარს. აქციაში მონაწილეობა ყველა მსურველს შეუძლია. მაკულატურის წიგნებზე გადაცვლა ადგილზე სპეციალურად გამოშვებული კუპონების მეშვეობით არის შესაძლებელი.

კორონავირუსის პანდემიის გამო პროექტის ორგანიზატორები ითვალისწინებენ ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებს, ამიტომ მაკულატურის წიგნებზე გადასაცვლელად საჭიროა რეგისტრაცია ვებგვერდზე.

აქცია იმოქმედებს 10 დღის განმავლობაში - 3-დან 12 ივლისამდე (10:00 დან 18:00 საათამდე). მაკულატურის მიტანა შესაძლებელია მისამართზე: წერეთლის გამზირი, 116, სავაჭრო ცენტრ „დიდუბე პლაზას“ ეზოში. წიგნების ჩამონათვალი იხილეთ ბმულზე.

„მაკულატურა“ - სოციალური პასუხისმგებლობის პროექტია, რომელიც წამოიწყო გამომცემლობამ „პალიტრა L“, რომელიც ზრუნავს ბუნებასა და ეკოლოგიაზე 2012 წლიდან და გარემოზე ზრუნვის სანაცვლოდ მკითხველს განახლებულ ბიბლიოთეკას და საუკეთესო პუბლიკაციებს სთავაზობს.