საფრანგეთი საქართველოდან ვიზიტორების მისაღებად მზადაა

ევროკავშირის იმ ქვეყნების რიცხვს, რომლებიც საზღვრებს ხსნიან საქართველოსა და კიდევ 14 მესამე ქვეყნის მოქალაქეებისთვის, საფრანგეთი მიემატა.
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საფრანგეთი თავის საზღვრებს ხსნის იმ 15 ქვეყნისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, რომლებიც ევროკავშირმა უსაფრთხოდ გამოაცხადა.

ესპანეთი საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვრებს ხსნის>>

ამ გადაწყვეტილების შესახებ საფრანგეთის სახელმწიფო მდივანმა ჟან-ბატისტ ლემუანმა განაცხადა.

გერმანია საქართველოს მოქალაქეებისთვის საზღვარს ხსნის

საფრანგეთმა უკვე გახსნა თავისი კარი ევროკავშირის წევრი ქვეყნებისთვის, ასევე ანდორის, ისლანდიის, ნორვეგიის, ლიხტენშტეინის, შვეიცარიის, სან-მარინოსა და ვატიკანისთვის. გამონაკლისია ესპანეთი და დიდი ბრიტანეთი, რომელთა მოქალაქეებს სავალდებულო კარანტინის გავლა მოუწევთ, რადგან ამ ქვეყნებში საფრანგეთის მოქალაქეებისთვის ანალოგიური წესები მოქმედებს.

უფრო ადრე ევროკავშირმა საქართველო შეიყვანა ევროკავშირის არაწევრი 15 უსაფრთხო ქვეყნის სიაში, რომელთა მოქალაქეებისთვის ის თავის საზღვრებს 1 ივლისიდან ხსნის.

საქართველოსთვის და კიდევ რამდენიმე მესამე ქვეყნისთვის საზღვრების გახსნის თაობაზე უკვე განაცხადეს გერმანიამ, ესპანეთმა და ნიდერლანდებმა.

ნიდერლანდები საქართველოსთვის საზღვრებს ხსნის>>

ამასთანავე ცნობილი გახდა, რომ ავსტრია ქვეყანაში შესვლაზე შეზღუდვებს ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებისთვის, მათ შორის საქართველოსთვის, მხოლოდ 30 სექტემბრიდან მოხსნის.