„როსია სეგოდნიას“ პროექტები IPRA Golden World Awards-ის ფინალში მოხვდა

კორონავირუსის პანდემიის გამო წელს დაჯილდოების ცერემონია არ შედგება, ხოლო გამარჯვებულების ვინაობა მოგვიანებით გამოცხადდება
Sputnik

თბილისი, 2 ივლისი — Sputnik. საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ პროექტები „გამქრალი ნახატების მუზეუმი“ და SputnikPro საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში უმსხვილესი საერთაშორისო პრემიის - IPRA Golden World Awards for Excellence in PR 2020 - ფინალში მოხვდნენ.

კონკურსის გამარჯვებულების ვინაობა გამოცხადდება ივლისში, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო დაჯილდოების ცერემონია წელს არ შედგება.

„გამქრალი ნახატების მუზეუმი“ - ეს არის ვირტუალური რეალობის ფორმატში შექმნილი უნიკალური პროექტი, რომელიც საშუალებას გვაძლევს ვიხილოთ ადრე დაკარგული, მაგრამ შემდგომში ვირტუალურ რეალობაში აღდგენილი რუსული ხელოვნების 17 ნიმუში. ხელმისაწვდომია იმერსიული ჟურნალისტიკის პლატფორმაზე - მობილურ აპლიკაციაში РИА.Lab (iOS-თვის - App Store-ში, ხოლო Android-თვის - Google Play-ში). აპლიკაციაში თავმოყრილია სხვადასხვა თემატიკის VR- და AR-ისტორიები. საერთაშორისო სააგენტო „როსია სეგოდნია“ - ერთადერთი საინფორმაციო სააგენტოა ქვეყანაში, რომელიც რეგულარულად უშვებს VR-პროექტებს.

საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნია“ კორონავირუსთან ბრძოლის ალიანსს შეუერთდა

SputnikPro - საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტოსა და რადიო Sputnik-ის საგანმანათლებლო პროექტია ჟურნალისტებისთვის, პროფესიული უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის, პრეს-სამსახურის თანამშრომლებისა და მედიასფეროს სხვა სპეციალისტებისთვის, რომელიც მიზნად ისახავს გამოცდილების გაცვლას უცხოელ კოლეგებთან, მედიაკომუნიკაციებისა და პროფესიონალური კავშირების განვითარებას. პროექტის მოდულების წამყვანები არიან როგორც Sputnik-ის დანაყოფების ხელმძღვანელები, ისე სხვა ცნობილი რუსი ჟურნალისტები და ექსპერტები. 2018 წლის მარტიდან SputnikPro-ს მასტერკლასები და სემინარები მსოფლიოს 22 ქვეყანაში ჩატარდა: სომხეთიდან ინდოეთამდე, საბერძნეთიდან ჩინეთამდე. საერთო ჯამში მათში 80 ქვეყნიდან 3 ათასზე მეტმა მსმენელმა მიიღო მონაწილეობა. თვალი ადევნეთ პროექტის სიახლეებს ჩვენს Facebook-გვერდზე.

პრემიას IPRA Golden World Awards (GWA) გადასცემს ერთ-ერთი უძველესი საზოგადოებასთან ურთიერთობის საერთაშორისო ასოციაცია International Public Relations Association (IPRA). ასოციაცია კომუნიკაციების სტანდარტებს მთელი მსოფლიოს მასშტაბით 1955 წლიდან აყალიბებს და აღიარებულია გაეროს მიერ. აღნიშნულ სფეროში ყველაზე ავტორიტეტული პროფესიული გაერთიანების სტატუსით PR IPRA ყოველწლიურად აჯილდოებს მსოფლიოში საუკეთესო საკომუნიკაციო პროექტებს, აფასებს მათ სირთულეს, კრეატივსა და უნიკალურობას.

Россия Сегодня საერთაშორისო მედიაჯგუფია, რომლის მისიაც არის მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ოპერატიული, აწონილ–დაწონილი და ობიექტური გაშუქება, აუდიტორიისთვის სხვადასხვა საკვანძო საკითხებზე არსებული შეხედულებების მიწოდება და მათი ინფორმირება. Россия Сегодня წარმოადგენს შემდეგი სააგენტოების საინფორმაციო რესურსების ხაზს: РИА Новости, Р-Спорт, РИА Недвижимость, РИА Рейтинг, Прайм, ИноСМИ, Социальный навигатор,ТОК, КОТ, Baltnews, Украина.ру, Arctic.ru. უცხოეთში მედიაჯგუფი წარმოდგენილია ახალი ამბების საერთაშორისო სააგენტო და რადიო Sputnik-ით. სააგენტოს მთავარ პროდუქტს წარმოადგენს საინფორმაციო ლენტები რუსულ, ინგლისურ, ჩინურ, ესპანურ, არაბულ და სპარსულ ენებზე. თვალი ადევნეთ საერთაშორისო საინფორმაციო სააგენტო „როსია სეგოდნიას“ სიახლეებს პრესსამსახურის ტელეგრამ-არხზე - „ზუბოვსკი, 4“.