24 წლის მამაკაცმა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა – რა მოხდა თბილისში

ახალგაზრდა ქალი სხეულის დამწვრობით კლინიკაშია მოთავსებული. მამაკაცი დანაშაულს აღიარებს, მას 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.
Sputnik

თბილისი, 30 ივნისი – Sputnik. თბილისში 24 წლის მამაკაცმა ახალგაზრდა ქალს ბენზინი შეასხა და ცეცხლი წაუკიდა, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“

შემთხვევა დიდუბე-ჩუღურეთის რაიონში გუშინ მოხდა.

სამართალდამცველებმა მამაკაცი მომხდარი ფაქტიდან მალევე დააკავეს.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცმა ქალს საცხოვრებელ სახლთან სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, რის შემდეგაც მისი მოკვლა სცადა. დაშავებული სხეულის დამწვრობით კლინიკაშია მოთავსებული. პოლიციამ შემთხვევის ადგილიდან ნივთმტკიცების სახით ბენზინის ბოთლი ამოიღო.

ახალგაზრდა მამაკაცი დანაშაულს აღიარებს.

მომხდარ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება. დამნაშავეს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.