ამბიციურები და ქარიზმატულები: შოუ „დიდი სცენის“ საუკეთესო ათეული ცნობილია

ყველაზე პერსპექტიული და გაბედული მომღერლები - აი როგორი ახალგაზრდები შეარჩიეს რეიტინგული მუსიკალური ტელეპროექტის ჟიურის წევრებმა საუკეთესო ათეულისთვის
Sputnik

მუსიკალური კონკურსი „დიდი სცენა“ დაიწყო. ამჯერად გულშემატკივრებმა პროექტის საუკეთესო მონაწილეთა შერჩევის პროცესს მიადევნეს თვალი. საუკეთესო ათეული საუკეთესოს წოდებისთვის ბრძოლას ჟიურისა და ტელემაყურებლის წინაშე განაგრძობს. მანამ კი წარმოგიდგენთ დღევანდელი შესარჩევი ტურის საუკეთესო გამომსვლელთა ხუთეულს.

მემე ჟორდანია - ბოდიპოზიტივი

ეს ხალისიანი, ენერგიული და უდავოდ ნიჭიერი გოგონა ალბათ ბევრს ახსოვს უკრაინული შოუდან „ხმა“, სადაც მარიამ ჟორდანიას სახელით ასპარეზობდა. მაშინ გოგონამ მაყურებელს თავი დაამახსოვრა არა მხოლოდ კარგი გამოსვლით, არამედ როგორც ბოდიპოზიტივის აქტივისტმა.

შესარჩევი ტურის შემდეგ გაირკვა, ვინ მოხვდა პროექტის საუკეთესო მონაწილეთა ათეულში. ესენი არიან: გიორგი გასვიანი, გიორგი ფუტკარაძე, მემე ჟორდანია, ლევან ყანდიაშვილი, აკაკი ააპუნიდი, ალბინა ჯანელიძე, ცოტნე ბარბაქაძე, მარიამ ხუროძე, თინა დათიკაშვილი და თემო კახელიშვილი. სწორედ ამ ახალგაზრდებს მოუწევთ საუკეთესოს წოდებისთვის და მთავარი პრიზისთვის - თბილისში ბინისთვის - ბრძოლა.
კულტურა საქართველოშიახალი ამბებისაქართველო