რუსეთში საკონსტიტუციო ცვლილებებზე კენჭისყრა მიმდინარეობს: ცესკო-ს მონაცემები

ამომრჩევლების 58%-მა ხმა მისცა საარჩევნო უბნებზე, 39%-მა - საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილ სივრცეებში
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. რუსეთის კონსტიტუციაში ცვლილებებზე კენჭისყრაში, რომელიც უკვე სამი დღეა მიმდინარეობს, მონაწილეობა 30 917 512-მა მოქალაქემ მიიღო, განაცხადა რუსეთის ცესკო-ს თავმჯდომარემ ელა პამფილოვამ.

თავიდან კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებზე რეფერენდუმი 22 აპრილს იყო დანიშნული, მაგრამ ქვეყანაში შექმნილი რთული ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო პროცესი გადაიდო. მოგვიანებით პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გამოაცხადა, რომ რეფერენდუმი 1 ივლისს ჩატარდება. ამასთან, გადაწყდა, რომ ქვეყნის მოქალაქეებს შვიდი დღის განმავლობაში ექნებათ ხმის მიცემის საშუალება: 25 ივნისიდან 1 ივლისამდე.

ზედიზედ მესამე დღეა რუსეთში COVID-19-ის გამოვლენილი შემთხვევების რიცხვი 7 000-ზე ნაკლებია

„რუსეთის ტერიტორიაზე სამდღიანი კენჭისყრის დროს, ელექტრონული დისტანციური კენჭისყრის ჩათვლით, ხმა მისცა 30,9 მილიონმა ადამიანმა, აქტივობამ კი 28,46% შეადგინა“, - განაცხადა პამფილოვამ.

მან ასევე აღნიშნა, რომ ამომრჩევლების 58%-მა ხმა მისცა საარჩევნო უბნებზე, 39%-მა - საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიებზე მოწყობილ სივრცეებში. დაახლოებით 3%-მა თავისი საარჩევნო უფლება დისტანციურად ელექტრონული კენჭისყრის საშუალებით განახორციელა.

პამფილოვას თქმით, ყველაზე მაღალი აქტივობა ფიქსირდება მოსკოვისა და ნიჟეგოროდის ოლქის მცხოვრებლებს შორის, რომლებმაც დისტანციურ ელექტრონულ კენჭისყრაში მონაწილეობაზე განაცხადი შეიტანეს. მათგან კენჭისყრაში მონაწილეობა უკვე 75%-მა მიიღო.