მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო სარეკლამო კამპანიას აფართოებს

ქართული ღვინის და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით ადგილობრივმა ტელეკომპანიებმა თავის ეთერებში ვიდეოკლიპები განათავსეს
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი — Sputnik. „დააგემოვნე საუკეთესო ქართული ღვინოები“ - ამ სახელწოდების  ქართული ღვინის სარეკლამო კამპანია ღვინის ეროვნულმა სააგენტომ ლატვიაში დაიწყო, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

ქართული ღვინისა და ღვინის კულტურის პოპულარიზაციის მიზნით, ადგილობრივ ტელეკომპანიებში ტრიალებს ვიდეო-რგოლი. ქართული ღვინის საპრომოციო გვერდები შეიქმნა მედია-პლატფორმებზე: Facebook, Instagram, და Youtube, სარეკლამო რგოლები გადის რადიოების ეთერებში: SWH Group, StarFM, SuperFM group, Latvian radio2,  MIX FM Group, ვებ- საიტებზე www.delfi.lv, www.Tvnet.lv, www.apollo.lv, www.jauns.lv, www.db.lv,www. skaties.lv, www.TVplay.lv, www.santa.lv.  განთავსდა სარეკლამო ინფორმაცია, სხვადასხვა გამოცემაში იბეჭდება სარეკლამო სტატიები და ინტერვიუები.

„აღმოაჩინე ის რაც შენია და იმოგზაურე საქართველოში“ -  შიდა ქართლში პრეს-ტური მოეწყო

აქტივობები ლატვიაში ღვინის ეროვნული სააგენტოს კონტრაქტორი კომპანია TRIBE INTERNATIONAL-ის ორგანიზებით ხორციელდება.

ბალტიისპირეთის ქვეყნები ქართული ღვინის პრიორიტეტული საექსპორტო ბაზარია. მიმდინარე წლის ხუთი თვის მონაცემებით, საქართველოდან ლატვიაში 621 ათასი ბოთლია ექსპორტირებული, ზრდა 7%-ს აღწევს.

„მსგავსი ციფრული ფორმატის მარკეტინგული ღონისძიებები განსაკუთრებით მნიშვნელოვანია Covid-19-ის ვირუსის მსოფლიო პანდემიის ფონზე, რომელმაც მსოფლიოს სხვა ქვეყნების მსგავსად, ქართული ღვინის ინდუსტრიაც დააზარალა: შემცირდა ექსპორტის რაოდენობა, ხოლო ტურიზმის  სექტორში შექმნილმა მდგომარეობამ, მკვეთრად შეამცირა ღვინის შიდა გაყიდვები“, - განმარტავენ სააგენტოში.

სალომე ზურაბიშვილმა უჯარმის ციხის კომპლექსი დაათვალიერა >>

შექმნილი ვითარებისა და გამოწვევების გათვალისწინებით, მთავრობის მხარდაჭერით, სტრატეგიულ ბაზრებზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია ახალი ონლაინ პლატფორმებისა და ციფრული მარკეტინგის გამოყენებით მიმდინარეობს.

მსოფლიოში ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით საქართველო სარეკლამო კამპანიას აფართოებს