მთვარის კალენდარი: 28 ივნისი – რისი გაკეთება შეიძლება და რისი – არა

გაეცანით ჩვენს ყოველდღიურ კალენდარს და შეიტყვეთ, რა საქმიანობა იქნება წარმატების მომტანი ამა თუ იმ დღეს ღამის მანათობლის განწყობის მიხედვით.
Sputnik

მთვარეს უზარმაზარი ძალა გააჩნია და დიდი ზეგავლენის მოხდენა შეუძლია ადამიანებზე, რადგან ყველა კოსმოსურ ობიექტს შორის დედამიწასთან ყველაზე ახლოს იმყოფება.

28 ივნისი, კვირა. ამ დღეს მზე მართავს. მზარდი მთვარე სასწორის ნიშანშია.

დღე მიეადაგება დასვენებას დააბული მუშაობის შემდეგ, რომელიც ქალწულის ნიშნით იყო განპირობებული.

თქვენი მფარველი პლანეტა ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით და მისი გავლენა თქვენზე

ამ დღეს სჯობს, არ დაიწყოთ რამე ახალი და გლობალური, არამედ სწრაფად დაასრულოთ ადრე დაწყებული და დაგეგმილი.

საკმაოდ ნაყოფიერი დროა საქმიანი თანამშრომლობისთვის.

ნეგატიური მომენტია გართულება გადაწყვეტილების მიღების დროს. აქედან გამომდინარე, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება სხვა დროისთვის გადადეთ.

  • თმის შეჭრა, შეღებვა: სასწორის ნიშანი თქვენი თმის საერთო მდგომარეობას დიდად არ შეცვლის. შეჭრის შემდეგ თმა მალე გაიზრდება, მაგრამ გახდება ჰაეროვანი და დაუმორჩილებელი, ცუდად დაემორჩილება დავარცხნას. არასასურველი შედეგია მოსალოდნელი, თუ თმას მოკლედ შეიჭრით.

თმის ვარცხნილობა ზოდიაქოს ნიშნისა და მთვარის კალენდრის მიხედვით>>

თმის ფერის მკვეთრი შეცვლა ამ დღეს არ ივარგებს. ედეგი, დიდი ალბათობით, თქვენს მოლოდინებს არ გაამართლებს.

  • მებაღეობა: ბაღში მუშაობისთვის კარგი დღეა. შესაძლებელია ხეებისა და ბუჩქების დარგვა, მშრალი სასუქის მიცემა, მაგრამ არასასურველი დღეა მორწყვისთვის.

მთვარის კალენდარი მებაღეებისთვის: 2020 წლის ივნისი>>

ზოგადად, სასწორი საშუალოდ ნაყოფიერი ნიშანია. უზრუნველყოფს ისეთი მოსავლის მიღებას, რომელიც დიდხანს ინახება, ვარგისია სათესლედ, იძლევა მსხვილ და გემრიელ, არომატულ ნაყოფს. მცენარეების ფესვები კარგად იტანენ გადარგვას.