მსოფლიო დღეს

კალიფორნიაში სავაჭრო ცენტრში სროლის შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა

რამდენიმე ადამიანი დაჭრილია, ამ დროისათვის მათი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს.
Sputnik

თბილისი, 28 ივნისი – Sputnik. პოლიციამ დაადასტურა ორი ადამიანის გარდაცვალება სროლის შედეგად, რომელიც კალიფორნიის ქალაქ რედ ბლაფში (ტეჰამას ოლქი) უდიდეს საცალო სავაჭრო ქსელ Walmart-ის ერთ-ერთ ფილიალში მოხდა, იუწყება РИА Новости.

თვითმხილველების თქმით, სროლა ადგილობრივი დროით დაახლოებით 15:30 საათზე დაიწყო. ეჭვმიტანილი ცენტრის შენობაში ავტომობილით შეიჭრა.

Reuters: აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების რიცხვმა დღეღამურ რეკორდს გადააჭარბა

ტეჰამას ოლქის შერიფის თანაშემწემ ფილ ჯონსტონმა განაცხადა პრესკონფერენციაზე, რომ ერთ-ერთი დაღუპული, მარტინ ხარო-ლოზანო სავაჭრო ცენტრის თანამშრომელი იყო. მან ასევე განაცხადა, რომ ეჭვმიტანილი, რომელიც ასევე დაიღუპა, იყო 31 წლის და სავარაუდოდ, ადრე ამ კომპანიასთან რაიმე კავშირში იყო.

„გვყავს ერთი დაღუპული - მარტინ ხარო-ლოზანო. სავარაუდოდ, ის არის ორლენდიდან, კალიფორნიის შტატიდან. ის Walmart-ის თანამშრომელი იყო... ჩვენ დავადგინეთ მსროლელის ვინაობა, რომელიც ასევე დაიღუპა, მაგრამ მის ახლობლებს ჯერ არ შევატყობინეთ... ეს არის 31 წლის თეთრკანიანი მამაკაცი“, - განაცხადა გამოცემა Record Searchlight-ის ეთერში შერიფის თანაშემწემ.

ჯონსტონმა ასევე აღნიშნა, რომ რამდენიმე ადამიანი დაიჭრა და ჰოსპიტალიზებულია. მისი თქმით, ამ დროისათვის მათი მდგომარეობა სიცოცხლისთვის საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ სიტუაცია შეიძლება შეიცვალოს.

შერიფის თანაშემწემ აღნიშნა, რომ მომხდარის გამოძიება გრძელდება. ეჭვმიტანილის მოტივები უცნობია.

როგორც Record Searchlight ჯონსტონზე დაყრდნობით იუწყება, სროლის დაწყებამდე ეჭვმიტანილმა პარკინგზე ოთხი წრე გააკეთა, შემდეგ კი შენობაში შეიჭრა. ის ნახევრადავტომატური შაშხანით იყო შეიარაღებული.